პოლონური ვიკიპედია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიკიპედიის ნიშანი პოლონური ვიკიპედია
polska Wikipedia
Polish Wikipedia Main Page - 2007-04-24.png
მისამართი: pl.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: პოლონური
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2001 წლის 26 სექტემბერი
სტატიების რაოდენობა: 1,072,654
გვერდების რაოდენობა: 2,169,070
რედაქტირებების რაოდენობა: 40,851,423
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 645,678
აქტიური მომხმარებელი: 3,922
ადმინისტრატორი: 120
სიღრმე: 19.7
პოლონური ვიკიპედიის სტატიათა ზრდა

პოლონური ვიკიპედია (პოლ. polska Wikipedia) — ვიკიპედიის განყოფილება პოლონურ ენაზე. გაეშვა 2001 წლის 26 სექტემბერს. 2012 წლის იანვრისთვის, შეიცავდა 872 000 სტატიას და წარმოადგენს მეექვსე უდიდეს ვიკიპედიას ინგლისურის, გერმანულის, ფრანგულის, ჰოლანდიურის და იტალიურის შემდეგ.[1] სტატიათა რაოდენობით იგი უდიდესია სლავურენოვან ვიკიპედიებს შორის, ასევე უდიდესია იმ ენებს შორის, რომელიც ოფიციალური მხოლოდ ერთ ქვეყანაშია.

პოლონური ვიკიპედია წარმოიშვა როგორც დამოუკიდებელი პროექტი დომენით wiki.rozeta.com.pl, მაგრამ შემდეგ, ინგლისური ვიკიპედიის დამფუძნებლების შეთავაზების საფუძველზე, 2002 წლის 12 იანვარს იგი გაერთიანდა საერთაშორისო პროექტში როგორც http://pl.wikipedia.com, ერთი წლის შემდეგ კი, 22 ნეომბერს როგორც http://pl.wikipedia.org. ამჟამად, პოლონურ ვიკიპედიას გააჩნია საკუთარი დომენიც, wikipedia.pl, რომელიც გადამისამართებულია pl.wikipedia.org-ზე.

სხვა სლავურ განყოფილებებთან შედარებით, პოლონურ ვიკიპედიას სიღრმის დაბალი მაჩვენებელი აქვს (ამჟამად 14).[1] 2011 წლის ნოემბრისთვის, პოლონურ ვიკიპედიას ოც უდიდეს ვიკიპედიას შორის სიღრმის ყველაზე დაბალი პარამეტრები ჰქონდა, ასევე მეექვსე ყველაზე დაბალი 100 000-ზე მეტი სტატიის მქონე ვიკიპედიებს შორის (ოდნავ მეტი ბასკურ ვიკიპედიაზე). სიღრმის პარამეტრი ცდილობს გაზომოს იმ თემათა სიღრმე, რომლებიც ვიკიპედიაშია გაშუქებული. სიღრმის უმაღლესი მაჩვენებელი ვიკიპედიის ამა თუ იმ განყოფილებას ენიჭება ერთ სტატიაზე ბევრ რედაქტირებათათვის და ასევე მეტ რედაქტირებათათვის სტატიათა სახელთა სივრცის გარეთ, ისეთ გვერდებში, როგორებიცაა განხილვის ან მომხმარებელთა გვერდები.

პოლონური ვიკიპედია DVD-ზე[რედაქტირება]

2005 წლის აგვისტოში, პოლონური ვიკიპედია პირველად გამოქვეყნდა DVD-ზე, რომელიც ჩადებული იყო ჟურნალ Enter SPECIAL-ში. ბაზარზე გამოსვლის წინ, გამომცემელს არც კი უცდია ფონდ ვიკიმედიასთან კონტაქტი და შესაბამისად, გამოცემა არალეგალურია, რადგან იგი არღვევს GNU FDL ლიცენზიებს. ასევე, ეს გამოცემა უადგილოდ იყენებდა პროგრამულ უზრუნველყოფას Microsoft Windows 98.

DVD ერთობლივად მოამზადეს ვიკიმედია პოლონეთმა (Wikimedia Polska — ფონდ ვიკიმედიის პოლონური ფილიალი) და პოლონურმა გამომცემლობა ჰელიონმა. იგი შეიცავს 2006 წლის 4 ივნისამდე დაწერილ სტატიებს. გამოცემა დასრულდა 2006 წლის 24 ნოემბერს და ბაზარზე 2007 წლის ივლისში შევიდა, სადაც ის 39 ზლოტი ღირს.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]


ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
პოლონურ ენაზე
polska Wikipedia