ბელარუსული ვიკიპედია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიკიპედიის ნიშანი ბელარუსული ვიკიპედია
Беларуская Вікіпедыя
მისამართი: be.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ბელარუსული
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
სტატიების რაოდენობა: 76,632
გვერდების რაოდენობა: 185,891
რედაქტირებების რაოდენობა: 1,950,102
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 45,063
აქტიური მომხმარებელი: 204
ადმინისტრატორი: 9
სიღრმე: 21.3
ვიკიპედიის ნიშანი ბელარუსული ვიკიპედია
Беларуская Вікіпэдыя
მისამართი: be-x-old.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ტარაშკევიცა
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
სტატიების რაოდენობა: 54,339
გვერდების რაოდენობა: 141,512
რედაქტირებების რაოდენობა: 1,819,494
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 37,451
აქტიური მომხმარებელი: 121
ადმინისტრატორი: 5
სიღრმე: 33.1

ბელარუსული ვიკიპედია — ვიკიპედიის ორი განყოფილება ბელარუსულ ენაზე — ერთი გაშვებულია ოფიციალურ, ხოლო მეორე კლასიკურ ორთოგრაფიაზე. 2004 წლის 6 აპრილს გაეშვა კლასიკური ვერსია (ტარაშკევიცა, ე.ი. კლასიკური მართლწერა), ხოლო 2007 წლის 27 მარტს ოფიციალური ვერსია (ბელარუსული ენა). ბელარუსული ვიკიპედიის ერთ-ერთი შემქმნელი და პირველი ადმინისტრატორი გახდა ბელარუსელი ბლოგერი ვოლოდიმირ კატკოვსკი (მომხმარებლის სახელი: rydel)[1][2], რომელმაც ბელარუსულ ვიკიპედიაში შექმნა დაახლოებით 1300 სტატია.[2] ბელარუსულ ვიკიპედიაში არსებული სტატიები იწერებოდა ორთოგრაფიის ორთავე ვარიანტზე, რამაც გამოიწვია კონფლიქტი მართლწერის სხვადასხვა ვარიანტის მომხრეებს შორის.[3][4] ოფიციალურ ორთოგრაფიაზე მოქმედი განყოფილების მისამართია: be.wikipedia.org, ხოლო კლასიკურისა be-x-old.wikipedia.org. თავდაპირველად ოფიციალურმა ბელარუსულმა ვიკიპედიამ გაასწრო სტატიების რაოდენობით კლასიკურ ვერსიას, თუმცა 2008 წელს პირველობა კლასიკურმა ვერსიამ მოიპოვა.[3] 2013 წლის იანვრის მდგომარეობით ვიკიპედიის ბელარუსულ (ე.ი. ოფიციალურ) ვერსიაში არსებობს დაახლოებით 55 ათასი სტატია, ხოლო კლასიკურ ვერსიაში (ე.ი. ტარაშკევიცაზე) დაახლოებით 48 ათასი სტატია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]


ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
ბელარუსულ ენაზე
Беларуская Вікіпедыя


ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
ბელარუსულ ენაზე
Беларуская Вікіпэдыя