ვოლაპიუკური ვიკიპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის ნიშანი ვოლაპიუკური ვიკიპედია
Vükiped Volapükik
განყოფილების ლოგო
მისამართი: vo.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ვოლაპიუკი
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
სტატიების რაოდენობა: 36 002
გვერდების რაოდენობა: 152 576
რედაქტირებების რაოდენობა: 3 296 040
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 35 408
აქტიური მომხმარებელი: 31
ადმინისტრატორი: 2
სიღრმე: 226.5

ვოლაპიუკური ვიკიპედია (ვოლაპ. Vükiped Volapükik) — ვიკიპედიის განყოფილება ვოლაპიუკზე. გაეშვა 2003 წლის თებერვალს. სტატიების დიდი ნაწილი შექმნილია ბოტით. 2006 წელს პროეტში დარეგისტრირდა მომხმარებელი Smeira, რომელმაც სტატიების შექმნის მიზნით აქტიურად დაიწყო ბოტის გამოყენება; ბოტის ამუშავებამდე კი ვოლაპიუკურ ვიკიპედიაში მხოლოდ 760 სტატია არსებობდა. ამჟამად სტატიების რაოდენობა აღწევს დაახლოებით 120 ათასს. 2007 წლის აგვისტოსთვის მოიცავდა 50 ათ. სტატიას. 2007 წლის 5 სექტემბერს სტატიათა რაოდენობამ მიაღწია 90 ათასს, რითაც გახდა ვიკიპედიის უდიდესი განყოფილება შექმნილი ხელოვნურ ენაზე. 2007 წლის სექტემბერში მეტა-ვიკიზე მიმდინარეობდა განხილვა ვოლაპიუკური ვიკიპედიის დახურვასთან დაკავშირებით, თუმცა განყოფილებამ განაგრძო არსებობა.[1] იმავე წელს დაიწყო ახალი განხილვა ბოტებით შექმნილი სტატიების წაშლის თაობაზე,[2] რომლის განხორციელება აგრეთვე უარყოფილი იქნა. ბოტებით შექმნილი სტატიების წაშლას მხარი დაუჭირა ვიკიპედიის დამფუძნებელმა ჯიმი უელსმა.[3] დღეისათვის რედაქტირებები ხორციელდება ინტერვიკი-ბოტებით.[4] რედაქტირებების რაოდენობა დღეში იშვიათად აჭარბებს 15-ს (თუ მხედველობაში არ მივიღებთ ბოტებს).[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ვიკიპედია
ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
ვოლაპიუკურ ენაზე
Vükiped Volapükik