ფონდი ვიკიმედია
ფონდი ვიკიმედია (ინგლ. Wikimedia Foundation) — ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მატერიალურად უზრუნველყოფს მთელ რიგ ინტერნეტ-საზოგადოებებს (რომლებიც ქმნიან თავისუფალი გავრცელების ლიტერატურას) და მათში ასრულებენ მმართველის ფუნქციებს. ეს საზოგადოებები მუშაობენ ვიკი-ტექნოლოგიაზე, აქედან მომდინარეობს ფონდის სახელწოდებაც (Wiki და Media — მულტიმედიის შემოკლება). ფონდის საქმიანობა ხორციელდება შემოწირულობების საფუძველზე, ხოლო „თავისუფალი“ ლიტერატურის შედგენის საქმეს თავის თავზე იღებენ მოხალისეები მთელი მსოფლიოდან.
[რედაქტირება] პროექტები
ვიკიპედიის წარმატებით წახალისებულმა ფონდის ადმინისტრაციამ თავის მონაწილეებს შესთავაზა შეექმნათ ახალი ვებ-საიტები იმავე პრინციპზე აგებული სხვა საგანმანათლებლო და საცნობარო გამოცემების განვითარებისათვის. ფონდი ვიკიმედია ამჟამად ახორციელებს ინტერნეტში პუბლიკაციის სხვა თავისუფალ პროექტებსაც:
- Wikisource — თავისუფალი ბიბლიოთეკა.
- Wikibooks — უფასო სახელმძღვანელოები.
- Wiktionary — ლექსიკონი.
- Wikiquote — ციტატების კრებული.
- Wikinews — ახალი ამბები.
- Wikiversity — ვიკივერსიტეტი.
- Wikispecies — ვიკისახეობები.
- Wikicommon — მედიაფაილების საერთო არქივი.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი
- ვიკიმედიის ბლოგი.
- ვიკიმედია freenode-ზე, irc.freenode.net
|
|||||