იაპონური ვიკიპედია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიკიპედიის ნიშანი იაპონური ვიკიპედია
ウィキペディア日本語版
მისამართი: ja.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: იაპონური
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2002 წლის სექტემბერი
სტატიების რაოდენობა: 932,237
გვერდების რაოდენობა: 2,631,054
რედაქტირებების რაოდენობა: 54,415,057
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 899,440
აქტიური მომხმარებელი: 11,646
ადმინისტრატორი: 51
სიღრმე: 68.7

იაპონური ვიკიპედია (იაპონ. ウィキペディア日本語版) — ვიკიპედიის განყოფილება იაპონურ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. 2012 წლისათვის იაპონური ვიკიპედიაში არსებობს 800 ათასზე მეტი სტატია. დღეისათვის იაპონური ვიკიპედია სტატიების რაოდენობით 9 ადგილზეა და ამ მაჩვენებლით ჩამორჩება ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ნიდერლანდურ, იტალიურ, პოლონურ, ესპანურ და რუსულ ვიკიპედიებს. ამოქმედდა 2002 წლის სექტემბერში. 2006 წლისათვის იაპონურ ვიკიპედიაში არსებობდა 200 ათასი სტატია, ხოლო 2008 წელს სტატიების რაოდენობამ 500 ათასს მიაღწია. 2011 წლის მარტისთვის სტატიების რაოდენობით დაიკავა 7 ადგილი. იაპონური ვიკიპედია არაინდოევროპულ ენებზე არსებულ ვიკიპედიებს შორის უდიდესია.

2001 წლის მარტს შეიქმნა 3 არაინგლისურენოვანი ვიკიპედია – გერმანული, კატალანური და იაპონური. იაპონური ვიკიპედიის საიტის მისამართი იყო nihongo.wikipedia.com და არსებული გვერდები დაწერილი იყო ლათინური ანბანით ან რომაძიზე, რამეთუ პროგრამული უზრუნველყოფა იმ დროისთვის იაპონურ სიმბოლოებთან მიმართებაში არ მუშაობდა. მთავარ გვერდზე იყო ვერტიკალური ტექსტების შექმნის ცდა. პირველ სტატიას ეწოდებოდა „Nihongo No Funimekusu“. 2001 წლის დეკემბრამდე იაპონურ ვიკიპედიაში მხოლოდ 2 სტატია არსებობდა. იაპონურ ვიკიპედიაში ამჟამად 64 ადმინისტრატორია, აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი მნიშვნელოვანია. ნიუ-იორკ ტაიმზის მიხედვით ვიკიპედიის იაპონური ენის განყოფილებაში სტატიების დიდი ნაწილი ეძღვნება პოპ-კულტურას, კერძოდ: კინოფილმებს, ანიმაციას, მუსიკას, კომიქსებს.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]


ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
იაპონურ ენაზე
ウィキペディア日本語版