ესპანური ვიკიპედია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიკიპედიის ნიშანი ესპანური ვიკიპედია
Wikipedia en español
განყოფილების ლოგო
Spanish Wikipedia.png
მისამართი: es.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ესპანური
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 11 მაისი, 2001
სტატიების რაოდენობა: 857,273
გვერდების რაოდენობა: 3,581,595
რედაქტირებების რაოდენობა: 55,992,009
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 2,067,084
აქტიური მომხმარებელი: 14,767
ადმინისტრატორი: 139
სიღრმე: 157.9

ესპანური ვიკიპედია (ესპ. Wikipedia en español) — თავისუფალი ონლაინ ენციკლოპედია ვიკიპედიის განყოფილება ესპანურ ენაზე. 2012 წლის იანვრისთვის შეიცავდა 862 100 სტატიაზე მეტს. გაეშვა 2001 წელს და სტატიათა რაოდენობამ 2006 წლის 8 მარტს 100 000-ს მიაღწია. ამჟამად, სტატიათა რაოდენობის მხრივ ის მეექვსე უდიდესი ვიკიპედიაა. 2011 წლის 26 ოქტომბერს მან გადაასწრო პოლონურ ვიკიპედიას, მაგრამ 30 ოქტომბერს იგი ნიდერლანდურმა ვიკიპედიამ ჩამოიტოვა უკან. დიდი ხნის განმავლობაში ესპანური განყოფილება სიდიდით მეექვსე იყო, სანამ 2005 წლის მაისში დაეწეოდა პორტუგალიური, ამავე წლის აგვისტოში კი იტალიური ვიკიპედია, შემდეგ კი სხვები, რის შედეგადაც ესპანურმა ვიკიპედიამ მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. 2007 წლის 18 ნოემბერს, სტატიათა რაოდენობამ 300 000 შეადგინა.

2002 წლის თებერვალში, განყოფილების ბევრი მონაწილე არ დაეთანხმა (შემდეგ უარყოფილ) ფინანსების მოზიდვას რეკლამის გზით, რომლებიც ვიკიპედიას გამოეყვნენ და ჩამოაყალიბეს ფორკი Enciclopedia Libre Universal en Español. განხეთქილების შემდეგ, ვიკიპედიაში ძალიან მცირე აქტიურობა იყო პროგრამული უზრუნველყოფის განახლების მესამე ფაზამდე, რომელსაც შემდეგში მედიავიკი ეწოდა. ამ მომენტიდან ახალ მომხმარებელთა რიცხვმა კვლავ ზრდა დაიწყო. ორივე პროექტი თანაარსებობას განაგრძობს, მაგრამ ესპანური ვიკიპედია ამ ორს შორის უსიტყვოდ უფრო აქტიურია.

სექციების სია

[რედაქტირება] ზომა და მომხმარებლები

ესპანურ ვიკიპედიას მომხმარებელთა მეორე უდიდესი მოსახლეობა ჰყავს ინგლისურის შემდეგ.[1] თუმცა, სტატიათა რაოდენობის მხრივ მეექვსეა, მიუხედავად იმისა, რომ მასზე წინ მყოფ ვიკიპედიებს იმ ენებზე მოლაპარაკეთა ბევრად მცირე მოსახლეობა ყავთ, მაგალითად გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ განყოფილებებს. ხარისხის მიხედვით, მაგალითად სტატიის ზომით (2 KB-ზე მეტი: 40%) ათ უდიდეს ვიკიპედიას შორის მეორე ადგილზეა გერმანულის შემდეგ.[2]

2006 წლის მონაცემებით, ქვეყანათა მიხედვით, წვლილის შემტანი მთავარი ქვეყანა იყო ესპანეთი (რედაქტირებათა 39,2%), მას მოყვებოდა არგენტინა (10,7%), ჩილე (8,8%), ნიდერლანდები (8,4%), მექსიკა (7,0%), ვენესუელა (5,1%), პერუ (3,5%), აშშ (3,1%), კოლუმბია (2,7%), ურუგვაი (1,3%) და გერმანია (1,1%).[3]

იმ ქვეყანათა შორის, სადაც ესპანური ოფიციალური ენაა, არგენტინაში, ესპანეთში, ვენესუელაში, მექსიკასა და ჩილეში ფუნქციონირებს ფონდ ვიკიმედიის ადგილობრივი განყოფილებები.

[რედაქტირება] გამოყენება ესპანეთში

Netsuus-ის კვლევების თანახმად, ესპანეთში, ვიკიპედიის მომხმარებლეთა 97% ესპანურ ვიკიპედიას იყენებს, 2,17% კატალანურს, 0,64% გალისიურს და 0,26% ბასკურს.[4]

[რედაქტირება] განსხვავებები სხვა ვიკიპედიებისგან

  • 2004 წლიდან, ესპანური ვიკიპედია ემხრობა მხოლოდ თავისუფალ სურთაებს, fair use კი საჯარო ხმის მიცემით უარყო.[5] 2006 წლიდან გადაწყდა, რომ უარი თქვან ადგილობრივად ატვირთულ ფაილებზე და გამოიყენონ მხოლოდ ვიკისაწყობის ფაილები.[6]
  • ფრანგული და ინგლისური ვიკიპედიებისგან განსხვავებით, ესპანურს 2007 წლის იანვრამდე არ ყავდა საარბიტრაჟო კომიტეტი.
  • დაპატარავდა სტატიის სათაურის გვერდით არსებული ზოგიერთი თარგი, მაგალითად სანავიგაციო ან გეოგრაფიული კოორდინატების.[7]
  • 2004 წლის აგვისტოდან, ხმის მიცემის საფუძველზე ადმინისტრატორებს ეწოდა bibliotecarios (ბიბლიოთეკარები).

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

[რედაქტირება] სქოლიო


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე