შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

ველისარიუსი
ველისარიუსი

ფლავიუს ველისარიუსი (ლათ. Belisarius; ბერძ. Βελισάριος, დაახლ. 500-565 წწ.) — ბიზანტიის იმპერიის მხედართმთავარი. იუსტინიანე I-ის იმპერატორობისას. ბიზანტიის იმპერიიასა და მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი.

თავდაპირველად ველისარიუსი მსხურობდა იუსტინიანე I-ის ბიძის იმპერატორ იუსტინე I პირად მცველად. თუმცა იუსტინიანე I-ის იმპერატორობის დროს ის დაწინაურდა მხედართმთავრად, სადაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. პირველი მათ შორის იყო სპარსეთის დამარცხება. მისი სამხედრო ნიჭი და გაქანება სრულიად შეესაბამებოდა იუსტინიანე I-ის ამბიციებს რომის იმპერიის ძველ საზღვრებში აღდგენის თაობაზე.

სიახლეები

ჰან კანი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


15 ოქტომბერი — ამ დღეს...

მატა ჰარი
მატა ჰარი
  • 533 : ბიზანტიელი მხედართმთავარი ველისარიუსი ვანდალებს კართაგენს ართმევს.
  • 1552 : ივანე მრისხანემ ყაზანის სახანო დაიპყრო.
  • 1582 : გრიგორიანული კალენდარი ცვლის იულიანურ კალენდარს, რომელიც ძვ. წ. 45-დან მოქმედებდა.
  • 1815 : ნაპოლეონ I წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს.
  • 1880 : მექსიკელმა ჯარისკაცებმა მოკლეს ვიქტორიოაპაჩთა უდიდესი სამხედრო სტრატეგი.
  • 1917 : ეგზოტიკური მოცეკვავე მატა ჰარი (სურათზე) გერმანელთათვის ჯაშუშობის ბრალდებით დახვრიტეს პარიზთან.
  • 2003 : ჩინეთმა ორბიტაზე პირველი მართული კოსმოსური ხომალდი შენჟუ 5 გაუშვა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი