ებრაული ვიკიპედია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ויקיפדיה העברית |
|
|---|---|
| მისამართი: | he.wikipedia.org |
| კომერციული: | არა |
| საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
| რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
| ენა: | ებრაული |
| მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
| სტატიების რაოდენობა: | 146,664 |
| გვერდების რაოდენობა: | 612,931 |
| რედაქტირებების რაოდენობა: | 15,063,215 |
| დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 201,286 |
| აქტიური მომხმარებელი: | 2,231 |
| ადმინისტრატორი: | 35 |
| სიღრმე: | 248.4 |
ებრაული ვიკიპედია (ებრ. ויקיפדיה: האנציקלופדיה החופשית) — ვიკიპედიის განყოფილება ივრითზე. გაეშვა 2003 წლის ივლისში. 2012 წლის აგვისტოს მდგომარეობით შეიცავს 138 000 სტატიას. ებრაული ვიკიპედია არის ინფორმაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქსელური წყარო ივრითზე, რის გამოც მას ხშირად მოიხსენიებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. 2010 წლის 2 თებერვალს ქნესეთში გაიმართა მოხსენება, რომელიც მიეძღვნა საერთოდ ვიკიპედიას და მის მნიშვნელობას ისრაელის საზოგადოებისათვის. ებრაული ვიკიპედია გამოიყენება სასწავლო მიზნებში ისრაელის ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში. ამჟამად ებრაულ ვიკიპედიას ჰყავს 39 ადმინისტრატორი. აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 2 ათ.-მდეა.
ისტორია [რედაქტირება]
- 8 ივლისი 2003: გაიხსნა განყოფილება ივრითზე.
- 25 ოქტომბერი 2003: დაიწერა მეათასე სტატია.
- 22 ივლისი 2004: მონაწილეთა პირველი ვიკი-შეხვედრა, თელ-ავივში (ისრაელი).
- სექტემბერი 2004: 10 000 სტატია.
- მაისი 2005: ებრაულმა ვიკიპედიამ გადააბიჯა სტატიათა 20 ათასიან ზღვარს.
- ივლისი 2006: 40 000 სტატია.
- დეკემბერი 2006 ვიკიპედია შევიდა სიმბოლურ „კლუბ-50000“-ში.
- იანვარი 2010: 100 000 სტატია.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ებრაული ვიკიპედია (ებრაული)
- ებრაული ვიკიპედიის მობილური ვერსია (ებრაული)
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||