ჩეხური ვიკიპედია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიკიპედიის ნიშანი ჩეხური ვიკიპედია
Česká Wikipedie
Czech Wikipedia screenshot.png
მისამართი: cs.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ჩეხური
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2002 წლის ნოემბერი
სტატიების რაოდენობა: 305,433
გვერდების რაოდენობა: 786,924
რედაქტირებების რაოდენობა: 12,284,663
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 269,941
აქტიური მომხმარებელი: 1,776
ადმინისტრატორი: 30
სიღრმე: 38.8

ჩეხური ვიკიპედია (ჩეხ. Česká Wikipedie) — ვიკიპედიის განყოფილება ჩეხურ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. მუშაობა დაიწყო 2002 წლის ნოემბერში.[1] 2005 წლის ივნისის მიხედვით სტატიების რაოდენობა მასში 10 ათასს აღწევდა. იმავე წლის დეკემბერში რეგისტრირებული იქნა 20 ათასი სტატია. 2006 წლის ნოემბრისთვის ჩეხურ ვიკიპედიაში არსებობდა 50 ათასი სტატია, ხოლო 2008 წლის 19 ივნისის მდგომარეობით შეიცავდა 100 ათასს სტატიას. ჩეხური ვიკიპედიის ფუძემდებელი და პირველი ადმინისტრატორი იყო ესპერანტისტი მიროსლავ მალოვეცი. გარკვეული დროის შემდეგ მალოვეცმა მთელი აქცენტი გადაიტანა ვიკიპედიის ესპერანტოს ვერსიაზე.

2011 წლის 24 მარტისთვის ვიკიპედიის ჩეხურენოვანი განყოფილება მოიცავდა 190 ათას სტატიას. ამჟამად სტატიების რაოდენობა უტოლდება დაახლოებით 230 ათასს. ჰყავს 27 ადმინისტრატორი, აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 2200-მდეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Wikipedia nabízí už více než 8 miliónů článků“, Novinky.cz (in Czech), September 14, 2007. წაკითხვის თარიღი: December 12, 2009.  (Translation: "The Czech version of Wikipedia started its activities in 2002 and now already has 77 049 articles.")


ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
ჩეხურ ენაზე
Česká Wikipedie