ვიკიპედია:სწრაფი წაშლის კრიტერიუმები
|
||
|---|---|---|
| ზოგადი წესები | ||
|
||
| მნიშვნელოვნების კრიტერიუმები | ||
| კატეგორიები | ||
| განხილვის გვერდები | ||
ზოგიერთ შემთხვევაში ადმინისტრატორებს შეუძლიათ ვიკიპედიის გვერდების წაშლა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მიუხედავად იმისა, თუ ეს გვერდები წაშლისთვის განხილვაზე უკვე არის გატანილი. ქვემოთ მოყვანილია ყველა ამგვარი შემთხვევა. ეს სია ამომწურავია და გავრცობას არ ექვემდებარება.
პირობები
ადმინისტრატორებს ეძლევათ რჩევა წაშლამდე გადახედონ სტატიის ისტორიას, რათა დარწმუნდნენ, რომ მიმდინარე ვერსია არ არის ნორმალური ვერსიის ვანდალიზმის, ტესტის, შემთხვევითობის ან შეცდომითი რედაქციის შედეგი — ამ შემთხვევებში საჭიროა სტატიის წინა ვერსიაზე დაბრუნება.
მომხმარებლებს, რომლებიც არ არიან ადმინისტრატორები, შეუძლიათ მოითხოვონ სტატიის წაშლა, სტატიის დასაწყისში შემდეგი თარგის ჩასმით:
-
- {{სწრაფი წაშლა}} ან {{წასაშლელი}}.
ან ერთ-ერთი სპეციალიზირებულ თარგთაგან (მოყვანილი ქვემოთ მარჯვენა სვეტში შესაბამისი კრიტერიუმებით).
უნდა მოერიდოთ სულ მცირე ხნის წინ შექმნილი სტატიების მონიშვნას წაშლის თარგებით — ზოგიერთი ავტორი სტატიას ქმნის რამდენიმე ეტაპად და პერიოდულად ინახავს მიმდინარე ვერსიას. სტატიის მონიშვნისას შესაძლოა მასზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდეს და ამგვარმა მონიშვნამ შეიძლება დააფრთხოს ავტორი, განსაკუთრებით თუ ის ახალბედაა. კიდევ ერთი გამონაკლისია გვერდი ვიკიპედია:სავარჯიშო
თუ გვერდი ქვემოთ მოყვანილ რომელიმე კრიტერიუმს არ პასუხობს, მაშინ მის წაშლაზე წინადადების წამოყენება უნდა მოხდეს გვერდზე ვიკიპედია:წასაშლელი გვერდები.
ზოგადი
ზ1
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
გვერდი გაუგებარი შინაარსით
აშკარად რაიმე აზრს მოკლებული გვერდი.
ეს შეიძლება იყოს ტექსტი, რომელიც შემთხვევითი სიმბოლოებისგან შედგება. გამონაკლისი შემთხვევებია: უვარგისი ორთოგრაფია, რელიგიური ქადაგებები, გრძელი მოსაწყენი მონოლოგები, ჩამოუყალიბებელი და უსტრუქტურო მასალა (აზრების დინება), გაცხარებული კამათის გამომწვევი პროვოკაციები, ვანდალიზმი, სხვა ენიდან მდარედ ნათარგმნი სტატია, სტატია სხვა ენაზე, მისტიფიკაცია (სტატია, რომელიც მცდარ მონაცემებს შეიცავს) და მისთ. ეს პუნქტი ეხება სტატიებს, რომლებშიც ნამდვილად არავითარი შინაარსი არ არის და იქიდან რაიმე აზრის გამოტანა შეუძლებელია.
ზ2
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
ტესტური გვერდი
მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, სადაც რომელიმე მომხმარებელი გვერდის შექმნის შესაძლებლობების შემოწმებას გადაწყვეტს.
ზ3
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
ვანდალიზმის გვერდი
გვერდი, რომლის შექმნის ერთადერთი მიზანი ვანდალიზმია; ასევე დროებითი გადამისამართებები, რომლებიც ვანდალიზმის აღმოფხვრისას იქმნება.
ზ4
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
ადრე წაშლილი გვერდის ასლი
გვერდის ასლი, რომელიც ადრე უკვე იყო წაშლილი (როგორც განხილვის შედეგად, აგრეთვე სასწრაფო წაშლის კრიტერიუმით). ეს არ ეხება გვერდებს, რომლებიც შეცდომით იყო წაშლილი და აღდგენილია განხილვის შედეგად.
ზ5
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
წაშლა გვერდის ერთადერთმა ავტორმა მოითხოვა
წაშლის მიზეზი მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი.
ზ6
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
წაშლილი გვერდის განხილვა
გარდა შემთხვევებისა, როდესაც განიხილებოდა წაშლის შესაძლებლობა და არსებობს სხვა გვერდებიდან ბმულები.
ზ7
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
გვერდის გადატანის მიზნით
გვერდის შინაარსის გადატანისა ან რედაქტირებათა რაოდენობის გასაერთიანებლად.
ზ8
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
უკვე არსებული გვერდის ასლი
ვიკიპედიის სხვა ტექსტის ერთი გვერდიდან მეორეში მექანიკური გადატანა.
სტატიები
ს1
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
ცარიელი ან ძალიან მოკლე გვერდი (3 წინადადებაზე ნაკლები)
მაგალითი: გიორგი გიორგაშვილი. იყო კარგი კაცი ლამაზი ცოლით. გამონაკლისია კომპლექსური თარგი (მაგ. ინფოდაფა), რომელიც გვერდს მნიშვნელოვან ენციკლოპედიურ ინფორმაციას ამატებს.
ს2
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
სტატია არ არის ქართულ ენაზე
ის შესაძლოა მიესადაგებოდეს სხვაენოვან ვიკის.
ეს არ ეხება სტატიებს თარგმნის პროცესში და უცხო ენაზე ციტატების მქონე სტატიებს (მაგ. ჰიმნები, ლექსები, სიმღერები, ლიბრეტოები).
ს3
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
მხოლოდ (გარე ან შიდა) ბმულებისგან შემდგარი სტატია
სტატიები ტექსტის გარეშე, მიუხედავად ინტერვიკებისა და კატეგორიებისა, მაინც წასაშლელია.
ს4
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
სტატია ენციკლოპედიური მნიშვნელობის დადასტურების გარეშე.
მაგ. სტატია არაენციკლოპედიური მნიშვნელობის პიროვნებაზე, ვიწრო ლოკალურ მოვლენაზე ან ინფორმაციაზე, რომლის გადამოწმება მესამე წყაროებით შეუძლებელია.
ს5
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
საავტორო უფლებების აშკარა დარღვევა.
სტატია დაუყოვნებლივ უნდა წაიშალოს, ხოლო მომხმარებელი გაფრთხილებას მიიღებს.
გადამისამართებები
გ1
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
გადამისამართება არარსებულ გვერდზე
წაშლამდე ეცადეთ ამ გადამისამართების გამოსწორება.
გ2
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
გადამისამართება სახელთა სივრცეებს შორის
გ3
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
გადამისამართების სათაურში შეცდომა
ასევე ანბანთა შერევის შემთხვევაში
არ ეხება გადამისამართებებს ტიპიური შეცდომებიდან (მაგ., ბუღალტერი->ბუხჰალტერი) და გადამისამართებებს სახელების სხვადასხვა რიცხვებიდან (მაგ., ადამიანი->ადამიანები).
გ4
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
სათაური არ არის სახელობით ბრუნვაში
გ5
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
სემანტიკურად არასწორი გადამისამართება
გადამისამართება სტატიაზე, რომლის სათაური არ არის ტერმინის სინონიმი, ან სტატია არ აღწერს ამ ტერმინს.
ფაილები
ფ1
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
ზუსტი ან უარესი ასლი
უნდა მიუთითოთ იმ ფაილის სახელი, რომლის ასლიც არის მოცემული ფაილი.
ფ2
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
ცარიელი ან დაზიანებული ფაილი
ფ3
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
გაურკვეველი სალიცენზიო სტატუსი
ერთი ან რამდენიმე პირობა:
- არ არის მონაცემები ლიცენზიაზე
- არ არის მონაცემები წყაროზე
- არ არის მონაცემები ავტორზე
- ლიცენზია, ავტორი ან წყარო ეჭვქვეშაა
- არ არის მონაცემები თავისუფალი ლიცენზიის დადასტურებასთან დაკავშირებით
ფაილი გაურკვეველი სტატუსით უნდა წაიშალოს 72 საათის შემდეგ.
ფ4
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
გამოუყენებელი არათავისუფალი ფაილი
გამოუყენებელი არათავისუფალი ფაილი უნდა წაიშალოს 72 საათის შემდეგ.
ფ5
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
სგკ კრიტერიუმების შეუსაბამო ფაილი
არათავისუფალი ფაილი, რომელიც არ შეესაბამება სამართლიანად გამოყენების კრიტერიუმებს (ვპ:სგკ). უნდა წაიშალოს 72 საათის შემდეგ.
ფ6
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
გაუმართლებლად გამოყენებული არათავისუფალი ფაილი
იმ შემთხვევაში, თუ, გამომდინარე მაგალითებიდან, პრეცენდენტებიდან ან სხვა გარემოებებიდან, ნათელია, რომ ფაილი არ გამოიყენება სამართლიანად გამოყენების კრიტერიუმების სრული დაცვით, შესაძლოა მათი წაშლა 7 (14) დღეში.
ფ7
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
შეცვლადი არათავისუფალი ფაილი
არათავისუფალი მედია-ფაილი, თუ არსებობს მისი შემცვლელი ფაილი ვიკისაწყობში, შეიძლება წაიშალოს.
საჭიროა, მიეთითოს კონკრეტული ფაილის სახელი ან შემცვლელი ფაილების შემცველი გვერდი (კატეგორია ან გალერეა).
ფ8
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
ფაილი ხელმისაწვდომია ვიკისაწყობში
თუ ფაილთა სახელები არ ემთხვევა, სასურველია, სტატიებში ცვლილებები თარგის ჩასმამდე მოხდეს.
კატეგორიები
კ1
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
ცარიელი კატეგორია
კატეგორია, რომელშიც არ არის არც ერთი გვერდი, ფაილი ან სავსე (არაცარიელი) კატეგორია.
კატეგორია არ უნდა იყოს მიმდინარე განხილვის საგანი: სავსებით შესაძლებელია, რომ უნდოდეთ კატეგორიის სახელის შეცვა, მისი სხვა კატეგორიასთან გაერთიანება ან გავრცელება მის გამოსაყენებლად. გარდა ამისა, არ შეიძლება წაიშალოს ცარიელი კატეგორია, რომელშიც გამოყენებულია თარგი {{არ წაშალოთ კატეგორია}}.
მომხმარებლის გვერდი
მ1
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
ავტორის (მფლობელის) მოთხოვნა.
გვერდი სახელთა სივრცეში (მომხმარებლის განხილვის გვერდის გარდა) შეიძლება წაიშალოს ავტორის (მფლობელის) მოთხოვნით.
მ2
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
ანონიმური მომხმარებლის განხილვა
დაურეგისტრირებელი მომხმარებლის განხილვის გვერდი, სადაც არცერთ შეტყობინებას აღარ აქვს მნიშვნელობა (აღარ არის საჭირო), შესაძლებელია წაიშალოს.
ეს აუცილებელია იმიტომ, რომ არ დაიბნენ სხვა ანონიმური მომხმარებლები იმავე IP-მისამართით.
მ3
- {{წასაშლელი}}
- {{წასაშლელი}}
არარსებული მომხმარებელი
გვერდი არარსებული მომხმარებლის სივრცეში.
გამონაკლისი — სახელის შეცვლის შემთხვევა.