ვიკიპედია:ადმინისტრატორები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზოგადი ინფორმაცია   ადმინისტრატორები   ადმინისტრატორად გახდომა   ადმინისტრატორის სტატუსის მოხსნა  
ზოგადი ინფორმაცია


Green check.png ეს გვერდი წარმოადგენს ვიკიპედიის ოფიციალური პოლიტიკის ნაწილს. მასზე შეთანხმება არსებობს რედაქტორებს შორის და ის ითვლება სტანდარტად, რომელიც ყველა მომხმარებელმა უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს. მნიშვნელოვანი ცვლილებები თავდაპირველად მოათავსეთ განხილვის გვერდზე.
მალხმობა:
ვპ:ადმინ
Nuvola apps korganizer.png

ზოგადი ინფორმაცია


ვიკიპედიის ადმინისტრატორის ლოგო
ვიკი-პროგრამა თითოეულ მომხმარებელს სთავაზობს გვერდის რედაქტირების, ფაილის ატვირთვის და სხვა შესაძლებლობებს. ადმინისტრატორის სტატუსის მინიჭების უფლება აქვთ ვიკიპედიის ბიუროკრატებს. ადმინისტრატორები არ არიან სამომხმარებლო პროგრამა ვიკიპედიის შემომთავაზებლის წარმომადგენლები ან თანამშრომლები. მათ არ აქვთ პრივილეგიური მდგომარეობა სხვა მომხმარებლებთან. ადმინისტრატორებს და სხვა მომხმარებლებს გააჩნიათ ხმათა თანაბარი რაოდენობა.
ადმინისტრატორები არიან ვიკიპედიელები, რომლებსაც აქვთ უფლებები და ვალდებულებები (sysop rights), რომელთაც მიეკუთვნება:
  • გვერდის წაშლა;
  • წაშლილი გვერდის აღდგენა;
  • გვერდების დაცვა მასში ცვლილებების შეტანისაგან. ეს ღონისძიებება გამოიყენება, მაგალითად, სადისკუსიო სტატიებზე, რათა მიეცეს მოდავე მხარეებს მივიდნენ კომპრომისულ გადაწყვეტილებამდე ან რომ შეჩერებულ იქნას ვანდალიზმი;
  • სახელთა სივრცის მედიავიკის (MediaWiki) რედაქტირება;
  • იმ მომხმარებლების IP მისამართების ბლოკირება, რომლებიც ეწევიან ვანდალიზმს ან არღვევენ ვიკიპედიის ხუთ მცნებას.

რას ნიშნავს ადმინობა?

ტექნიკური

ვიკის პროგრამულ პაკეტს რამდენიმე შეზღუდული ფუნქცია აქვს. მათ შორის ადმინისტრატორს შეუძლია:

  • ნებისმიერი გვერდის წაშლა ან აღდგენა (იხ. ვპ:წაშლა);
  • ნებისმიერი გვერდის დაცვა ან დაცვის მოხსნა, სრულად დაცული გვერდების რედაქტირება (იხ. ვპ:დაცვა);
  • მომხმარებლების ან IP-მისამართების დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა (იხ. ვპ:ბლოკი);
  • „მედიავიკის“ სახელთა სივრცისა (ინგლ.) და მომხმარებლის პირადი კონფიგურაციის რედაქტირება;
  • ფაილებისათვის სახელის გადარქმევა;
  • სწრაფი გაუქმება ანუ გვერდების წინა ვერსიაზე სწრაფი დაბრუნება.

საზოგადოებრივი როლი

საარბიტრაჟო კომიტეტის გადაწყვეტილების გატარება

კომენტარი: ქართულ ვიკიპედიაში საარბიტრაჟო კომიტეტი ჯერ-ჯერობით არ არის შექმნილი.

ადმინისტრატორებს უფლება აქვთ საარბიტრაჟო კომიტეტის გადაწყვეტილება აღასრულონ.

კონფლიქტები

თუ თვლით, რომ ადმინისტრატორი უსამართლოდ მოგექცათ თქვენ ან ნებისმიერ სხვა რედაქტორს, თავდაპირველად თქვენი მოსაზრება ჯერ პირადად ამ ადმინისტრატორთან უნდა გამოთქვათ და ეცადოთ პრობლემა თავაზიანად გადაჭრათ. თუ საკითხის გადაჭრა ორ მხარეს შორის მოლაპარაკებით ვერ ხერხდება, უნდა მიმართოთ ვიკიპედიის საარბიტრაჟო კომისიას.