ბიოგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიოგრაფია (ბერძნ. bios – სიცოცხლე, grapho – ვწერ) — ადამიანის ცხოვრების აღწერა. ბიოგრაფია ლიტერატურისა და ზოგიერთი მედიის (მაგ. კინოს) ერთ-ერთი ჟანრია, რომელსაც ინდივიდუალური ცხოვრების წერილობითი აღწერა უდევს საფუძვლად. ბიოგრაფია ძირითადად დოკუმენტურ წყაროებს ეყრდნობა და გამოგონილი არ არის. კურიკულიმ-ვიტას ან პროფილისგან განსხვავებით ბიოგრაფია კომპლექსურად აღწერს ადამიანის პერსონალურ მახასიათებლებს, რომელიც მისი გამოცდილების ინტიმურ დეტალებსაც ეყრდნობა.

ბიოგრაფია უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ფაქტთა (დაბადება, განათლება, სამსახური, ურთიერთობანი და სიკვდილი) ჩამონათვალი. ის ასევე ამ ფაქტებთან დაკავშირებულ ემოციური განცდების გამოცდილებას ასახავს.

ადრეული ფორმები[რედაქტირება]

პირველი ცნობილი ბიოგრაფიები ჟამთააღმწერლების მიერ იწერებოდა ანტიკური ხანის მმართველების დავალებით ძველ ასირიაში, ბაბილონში, ეგვიპტეში, მესოპოტამიასა და სხვ. ასეთი ბიოგრაფიები ქვაზე ან თიხის ტაბლეტებზე იკვეთებოდა და ამ მეთოდს კუნიფორმა ეწოდება. მაგ. ებრაული წმინდა წერილები ანთოლოგიაა ზოგიერთი ადრეული ბიოგრაფიების არსებობისა, რომლებშიც აწერილია წინამძღოლთა, მეფეთა, ტომთა, პატრიარქთა და წინასწარმეტყველთა ცხოვრება.

კლასიკური ფორმები[რედაქტირება]

ძველ საბერძნეთში შეიქმნა ბიოგრაფიები, რომლებიც არაობიექტურობით (მიკერძოებულობით) გამოირჩეოდა. ამ ბიოგრაფიების მიზანი კონტროვერსიული რეპუტაციის ადამიანთა დაცვა იყო. საუკეთესო მაგალითი კლასიკური ბიოგრაფიებისა არის ქსენოფონის მემორაბილია, პლუტარხის პარალელური ცხოვრებანი და ცეზარის ცხოვრებანი სეტონიუსის მიერ. რომის იმპერიის ხანაში იოანეს, ლუკას და მათეს სახარებანი ბიბლიის ახალ აღთქმაში ფაქტობრივად იესოს ბიოგრაფიები იყო.

შუა საუკუნეები[რედაქტირება]

ეინჰარდი წერისას

შუა საუკუნეებში {400-1450) კლასიკური კულტურის დაღმასვლის პერიოდში ადრეული ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ჟამთააღმწერი რომის კათოლიკური ეკლესია ოყო. პირველი თანამედროვე ბიოგრაფიები ამ პერიოდში ბერებისა და წმინდა მამების მიერ შეიქმნა. მათი სუბიექტები შემოიფარგლებოდა საეკლესიო მამებით, წმინდანებით, პაპებითა და ტანჯულებით. მათი ნამუშევრების ძირითადი მიზანი ხალხის ქრისტიანობით დაინტერესება და მოქცევა იყო. ასეთი ტიპის ბიოგრაფიებს ჰაგიოგრაფიას უწოდბენ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაგალითი, რომელიც ამ დახასიათებაში არ ჯდება იყო სამეფო კარის მწერლის ეინჰარდის მიერ შექმნილი შარლემანის ბიოგრაფია - კარლოს დიდის ცხოვრება.

გვიანდელ შუა საუკუნეებში ბიოგრაფიები ეკლესიაზე ნაკლებად ორიენტირებული გახდა. ყურადღება გადატანილი იქნა მეფეებზე, მეომრებზე, ტირანულ მმართველებზე და ა.შ. ყველაზე ცნობილი მაგალითია ლე მორტ დ'ართურის ბიოგრაფია სერ თომას მელორის მიერ. ეს წიგნი იყო სახელოვანი მეფე ართურისა და მის მეომართა ცხოვრების აღწერა.

მას შემდეგ ახალი ინტერესის სფერო გახდა ისეთი არასაეკლესიო თემები, როგორიცაა ხელოვნება - ბიოგრაფიები მხატვრებზე, მოქანდაკეებსა თუ ცნობილ პეოტებზე საყოველთაოდ პოპულარული გახდა. ამავე დროს საბეჭდი მოწყობილობის გამოგონებამ და გავრცელებამ (XV საუკუნე) ასევე შეუწყო ხელი წერა-კითხვის გავრცელებას და მაშასადამე ბიოგრაფიებისადმი (ისევერ, როგორც სხვა ლიტ. ჟანრების მიმართ) ინტერესიც გაიზარდა.

თანამედროვე ფორმები[რედაქტირება]

1640 წელს აიზეკ ვოლტონმა გამოსცა "ცხოვრება დონისა", პეოტ ჯონ დონის ბიოგრაფია. ეს წიგნი თანამედროვე ბიოგრაფიული წერის კომპლექსური სტილის პროტოტიპად ითვლება. 1683 წელს გამოიცა ისტორიაში პირველი ბიოგრაფია ინგლისურ ენაზე "პლუტარხი" ჯონ დრაიდენის მიერ. ამ ნამუშევარში ვრცლად არის აღწერილი პლუტარხის სიტყვიერი ბიოგრაფიების პოპულარიზაციის მცდელობა.

მე-18 საუკუნის მნიშვნელოვან ბიოგრაფიათა რიცხვს მიეკუთვნება ბოსველის "ცხოვრება ჯონსონისა" (1791). ნამუშევარი, რომელიც ძირითადად ეყრდნობა ავტორისა და სემუელ ჯონსონის პირად საუბრებსა და მის პირად წერილებს, პირველთაგანია მკითხველთათვის მოცემული სუბიექტის პირადული დეტალების ისეთი სიღრმის გადმოცემით, რაც აქამდე ამ ჟანრის ნაწარმოებისთვის უცნობი იყო.

XX საუკუნეში ბიოგრაფები ძირითადად ცნობილი ადამიანებისა და პოლიტიკოსების ცხოვრების გადმოცემთ იყვნენ დაკავებული. ეს ნამუშევრები ძირითადად ეყრდნობოდა კორესპონდენციას, პირად დღიურებს, ინტერვიუებს, ჟურნალებსა და თემასთან პირდაპირ დაკავშირებულ სხვა მასალას. კომპიუტერული ტექნიკის განვითარების წყალობით ავტორთათვის გაცილებით ადვილი გახდა მრავალტომიანი მანუსკრიპტებისა და ათასობით გვერდიანი ბიოგრაფიების აკრეფა და ცნობილ ადამიანთა ბიოგრაფიები ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა.

მულტიმედიური ფორმები[რედაქტირება]

XX საუკუნის მიწურულსა და XXI საუკუნის დამდეგს ტექნოლოგიური განვითარების შედეგად ბიოგრაფიების მულტიმედიური ფორმები გაცილებით უფრო პოპულარული გახადა ლიტერატურულ ფორმებთან შედარებით. ვიზუალურმა და კინომატოგრაფიულმა ეფექტებმა პერსონალური ცხოვრების აღწერაში ახალი განზომილება შეიტანეს, ის რაც წერითი ფორმებისთვის აქამდე შეუძლებელი იყო. მულტიმედიური ფორმების პოპულარობამ განაპირობა ცალკეული ბიოგრაფიებისთვის განკუთვნილი სატელევიზიო არხების შექმნა (მაგ. A&E, The Biography Channel, The History Channel და History International).