ესპერანტო ვიკიპედია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიკიპედიის ნიშანი ესპერანტო ვიკიპედია
Vikipedio en Esperanto
Eo.wikipedia.org.png
მისამართი: eo.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ესპერანტო
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
სტატიების რაოდენობა: 199,396
გვერდების რაოდენობა: 438,127
რედაქტირებების რაოდენობა: 5,584,941
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 96,137
აქტიური მომხმარებელი: 353
ადმინისტრატორი: 20
სიღრმე: 18.3

ესპერანტო ვიკიპედია (ესპერ. Vikipedio en Esperanto) — ვიკიპედიის განყოფილება ესპერანტოზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ-ენციკლოპედია. გაიხსნა 2001 წელს. 2012 წლის აგვისტოს მდგომარეობით მოიცავს 168 723 ათ. სტატიას. ვიკიპედია ესპერანტოზე შექმნა აშშ-ის მოქალაქემ, იმ დროს ქალაქ როტერდამში მომუშავემ, ესპერანტოს საერთაშორისო ასოციაციის წევრმა, ესპერანტო-მოძრაობის აქტივისტმა ჩაკ სმითმა. პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა ვიკიპედიის თანადამფუძნებელმა ბრაიონ ვიბერმა. მოგვიანებით პროექტს შემოუერთდა ესპერანტისტი არნო ლაგრანჟი, რომელიც იმ ხანად იყო ვიკიპედიის სტიუარდი, ხოლო დღეისათვის იგი ესპერანტული ვიკიპედიის ბიუროკრატი და ადმინისტრატორია. ჩაკ სმითმა წვლილი შეიტანა ესპერანტული ვიკიპედიის პოპულარიზაციაში, პირადად ესწრებოდა ახალგაზრდათა ესპერანტო-შეხვედრებს.

ესპერანტოს განყოფილების ადრეულ პოპულარობას ემატებოდა ის გარემოება, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან ადგილობრივმა ესპერანტისტებმა დაიწყეს განცხადებების შეტანა ამა თუ იმ ენაზე განყოფილების შექმნის თაობაზე. ასე მაგ., ქართველი მათემატიკოსისა და ესპერანტისტის ავთანდილ აბულაძის ინიციატივით შეიქმნა ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილება. ჩეხური ვიკიპედიის შექმნაზე იზრუნდა ესპერანტისტმა ბრნო მიროსლავ მალოვეცმა. ესპერანტო-საზოგადოებისათვის ესპერანტული ვიკიპედიის არსებობას დიდი მნიშნვნელობა აქვს.

სტატიების 100 ათასიან ზღვარს ესპერანტულმა ვიკიპედიამ მიაღწია 2008 წელს. 2011 წლისათვის იგი მოიცავდა 150 ათას სტატიას. აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი რამდენიმე ასეულია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
ესპერანტო ენაზე
Vikipedio en Esperanto