ჰონგკონგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Hong Kong
香港
ჰონგკონგი
ჰონგკონგის
ჰიმნი: 義勇軍進行曲
დედაქალაქი ჰონგკონგი
ოფიციალური ენა(ები) ინგლისური
კანტონური
ფართობი
 -  სულ 1,104 კმ2 (179-ე)
 -  წყალი (%) 4.58 (50 კმ²)
მოსახლეობა
 -  2010 შეფასებით 7,055,071 (მე-100)
 -   აღწერა 7,061,200[1] 
 -  სიმჭიდროვე 6,480[2] კაცი/კმ2 (მე-4)
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
 -  სულ $351.119 მილიარდი 
 -  ერთ მოსახლეზე $49,137 
ვალუტა ჰონგკონგური დოლარი (HKD)
დროის სარტყელი +8
Internet TLD .hk
სატელეფონო კოდი +852

ჰონგკონგი (ჩინ. 香港), ოფიციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგკონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი[3]ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი. მდებარეობს ჩინეთის სამხრეთ სანაპიროზე და მოქცეულია მარგალიტის მდინარის დელტასა და სამხრეთ ჩინეთის ზღვას შორის[4]. ის ცნობილია თავისი ვრცელი ჰორიზონტითა და ბუნებრივი ღრმა ნავსადგურით. 1104 კმ² ფართობითა და 7 მილიონზე მეტი მცხოვრებით ჰონგკონგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა[5]. ჰონგკონგის მოსახლეობის 95% ეთნიკური ჩინელია და მხოლოდ 5%-ია სხვა ეროვნების წარმომადგენელი[6].

ჰონკონგი მსოფლიოს ყველაზე ლიბერალური ეკონომიკის ქალაქი და ფინანსებისა და ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ცენტრია. ყოფილი ბრიტანეთის კოლონია ამჟამად ჩინეთის ადმინისტრაციის ქვეშ იმყოფება „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“ პოლიტიკური შეთანხმებით და მას შედარებით უფრო მაღალი დონის ავტონომია აქვს ჩინეთის სხვა რეგიონებთან შედარებით. მაგ. ის ინარჩუნებს საკუთარ ლეგალურ სისტემას, ფულად ერთეულს, საბაჟოს, საერთაშორისო ხელშეკრულებების მოლაპარაკების უფლებას და საიმიგრაციო კანონებს. მას საკუთარი საგზაო წესებიც კი აქვს - ტრანსპორტის მოძრაობა ბრიტანულ ყაიდაზე კვლავაც მარცხენა მხარესაა. ეროვნული თავდაცვისა და დიმპლომატიური ურთიერთობების უფლება-მოვალეობები გადაცემული აქვს პეკინის ცენტრალურ მთავრობას.

მიუხედავად ბრიტანეთის კანონებიდან ჩინეთისაზე გადასვლისა, რეგიონის ინგლისური სახელი ჰონ-კონგი ისევ ძალაში რჩება (კანტონური ვარიანტი), სიანგანგის ნაცვლად (მანდარინის ეკვივალენტი).

ზოგადი ინფორმაცია[რედაქტირება]

  • ბუნება - უმაღლესი მწვერვალი - ტაი მო შანი 958 მ; მდინარე - შამ-ჩუნი; ტბები - ტაი-ლამ-ჩუნგი, შინ-მუნი; კუნძულები (კვ.კმ) - ლან-ტაუ 150, ჰონკონგი 80, ლამა 13,5; კლიმატი - ტროპიკული მუსონური.
  • ფართობი - 1.092 კვ. კმ.
  • მოსახლეობა - 7,2 მლნ. ჰონკონგი ითვლება მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ერთეულად. 57% ადგილობრივი ჩინელია.
  • ქალაქები (ათ.) – სიანგანი (1.345), ძიულონგი (2.039), შატინი (638).
  • ეროვნული შემოსავალი: მოცულობა - 164 მლრდ $ (მე-27 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 25.200 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 0, მრეწველობა 15, მომსახურება 85;
ჰონკონგის პანორამა

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Endacott, G. B (1964). An Eastern Entrepot;: A Collection of Documents Illustrating the History of Hong Kong. Her Majesty's Stationary Office, გვ. 293. თარგი:ASIN. 
  • Fu, Poshek (2002). The Cinema of Hong Kong: History, Arts, Identity. Cambridge University Press, გვ. 346. ISBN 9780521776028. 
  • Lui, Adam Yuen-chung (1990). Forts and Pirates – A History of Hong Kong. Hong Kong History Society, გვ. 114. ISBN 9627489018. 
  • Liu, Shuyong (1997). An Outline History of Hong Kong. Foreign Languages Press, გვ. 291. ISBN 9787119019468. 
  • Ngo, Tak-Wing (1 August 1999). Hong Kong's History: State and Society Under Colonial Rule. Routledge, გვ. 205. ISBN 9780415208680. 
  • Tsang, Steve (1995). Government and Politics: A Documentary History of Hong Kong. Hong Kong University Press, გვ. 312. ISBN 9622093922. 
  • Tsang, Steve (4 September 2007). A Modern History of Hong Kong. I. B. Tauris. ISBN 9781845114190. 
  • Welsh, Frank (1993). A Borrowed place: the history of Hong Kong. Kodansha International, გვ. 624. ISBN 9781568360027. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მთავრობა
სხვა

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Population and Vital Events. Census and Statistics Department, Hong Kong Government (2010). წაკითხვის თარიღი: 4 October 2010.
  2. Population Density by Area. Census and Statistics Department, Hong Kong Government (2009). წაკითხვის თარიღი: 4 October 2010.
  3. GovHK: Residents, ჰონგკონგის მთავრობა.
  4. Geography and Climate, Hong Kong. აღწერა და სტატისტიკის დეპარტამენტი, ჰონგკონგის მთავრობა. წაკითხვის თარიღი: 10 January 2007.
  5. Ash, Russell (2006). The Top 10 of Everything 2007. Hamlyn, გვ. 78. ISBN 0-600-61532-4. 
  6. Population by Ethnicity, 2001 and 2006. აღწერა და სტატისტიკის დეპარტამენტი, ჰონგკონგის მთავრობა. წაკითხვის თარიღი: 4 ოქტომბერი, 2010.