პორტუგალიური ვიკიპედია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიკიპედიის ნიშანი პორტუგალიური ვიკიპედია
Wikipédia em português
Portuguese Wikipedia - 17h55min 27 March 2012 (UTC -3).png
მისამართი: pt.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: პორტუგალიური
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2001 წლის ივნისი
სტატიების რაოდენობა: 844,268
გვერდების რაოდენობა: 3,607,782
რედაქტირებების რაოდენობა: 41,252,118
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 1,374,403
აქტიური მომხმარებელი: 6,403
ადმინისტრატორი: 35
სიღრმე: 122.5

პორტუგალიური ვიკიპედია (პორტ. Wikipédia em português ან Wikipédia lusófona) — ვიკიპედიის განყოფილება პორტუგალიურ ენაზე. შეიქმნა 2001 წლის ივნისში. 2004 წლის ბოლოდან საკმაო ზრდას განიცდიდა. 2005 წლის მაისისთვის სტატიების რაოდენობით გადაასწრო ესპანურ და იტალიურ ვიკიპედიებს. აღსანიშნავია, რომ 2004 წლისთვის პორტუგალიურ ვიკიპედიას სტატიების რაოდენობით ეკავა 17 ადგილი. 2010 წლის დეკემბერში გაასწრო ნიდერლანდურ ვიკიპედიას. 2005 წელს პორტუგალიური ვიკიპედიის მხრიდან იყო წინადადება ფორკის თვალსაზრისით ბრაზილიური პორტუგალიური ვარიანტის შექმნისა, თუმცა ვიკიმედიის საზოგადოებამ უარი განაცხადა. 2007 წელს იყო ევროპული პორტუგალიური ვიკიპედიის ენობრივი განყოფილების შექმნის ცდა, თუმცა უშედეგოდ. პორტუგალიურ ვიკიპედიის ადმინისტრატორებს ხშირად აკრიტიკებენ. კერძოდ, ადმინისტრატორებს ადანაშაულებენ აგრესიულ მოქმედებაში ახალი და ანონიმური მომხარებლების მიმართ.[1][2][3]

ამჟამად პორტუგალიურ ვიკიპედიაში არის 31 ადმინისტრატორი, აქტიურ მომხარებელთა რიცხვი საკმაოდ მაღალია. 2012 წლისთვის ვიკიპედიის პორტუგალიურ ენობრივ განყოფილებაში არსებობს დაახლოებით 734 ათ. სტატია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]


ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
პორტუგალიურ ენაზე
Wikipédia em português