პორტალი განხილვა:საქართველო

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია



ახალი პორტალი[წყაროს რედაქტირება]

  • პორტალი:ცხინვალი ჩემი აზრით სწორი არ არის ალბათ სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს. თორემ მხოლოდ ცხინვალი მე როგორც ქალაქ ცხინვალი ისე წარმომიდგენია.
  • დობილი პორტალებში ხომ არ აჯობებს პორტალები მართალია არ არის შექმნილი, მაგრამ ასეთები: პორტალი:ქართული კინო და თეატრი, პორტალი:ქართული სპორტი, პორტალი:ქართული ენა და ლიტერატურა, პორტალი:საქართველოს მეცნიერება. არ დაგვავიწყდეს ჩაწერა პორტალი:საქართველოს ისტორია, რომელიც უკვე არსებობს. --ცანგალა () 15:00, 27 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]


ცხინვალთან დაკავშირებით: საერთოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას ჰქვია სამაჩაბლო. და ის ცნობილია როგორც ცხინვალის რეგიონი, ქალაქის სახელიდან გამომდინარე. სამხრეთ ოსეთი ჩვენ არ უნდა დავწეროთ, რადგან ის საქართველოს მიერ არაა აღიარებული. ინგლისური და რუსული წყაროებიც ამას გვეუბნევა Samachablo, Самачабло. ანუ ოფიციალურად მას ცხინვალის რეგიონი ჰქვია. (აქვე მინდა ავღნიშნო, რომ სტატია სამაჩაბლო არ გაგვაჩნია, სირცხვილია).

რაც შეეხება დობილ პორტალებს, მე ეგ აზრი მომეწონა, შეიძლება სხვა სახელით ახლანდელი დობილი პორტალების ზევით განთავსდეს. ან სვეტად სადმე. და რომელს დაერქმევა დობილი პორტალები, ეს ერთხმად გადავწყვიტოთ. იმედია საინტერესო იდეები კიდევ წამოვა :) – Mero ® 08:31, 3 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

სამაჩაბლოს რაც შეეხება, ესტერმინი, ჩემი აზრით არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც სამხრეთ ოსეთიც ჩამნაცვლებელი, იმიტომ რომ არ აღნიშნავსარც ისტორიულ პროვინციას, არც ახლანდელ ტერიტორიულ დაყოფას. სამაჩაბლოს გამოყენების შემტხვევაში ლოგიკურად დადგება საკითხი გამოვიყენოთ თუ არა ქვემო საბარათიანო, საციციანო, სამურზაუანო (გალის რაიონის ნაცვლად.) ხომ არ ჯობს ასე: ცხინვალის რეგიონი (სამხრეთ ოსეთი)? --გრიგოლ 04:47, 23 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ახალი დიზაინი[წყაროს რედაქტირება]

წესით ამ სახელის ქვეშ უნდა გაგვეხსნა არჩევნები, თუმცა გადავწყვიტე მოვლენების დაჩქარება. როგორც ჩვენმა აქტიურმა, და არა მარტო, რედაქტორებმა იციან საქართველოს პორტალი უკვე დიდიხანია მისახედია. ... სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, პირდაპირ საქმეზე გადავალ. მე შევეცადე მომემზადებინა პორტალი (იხ. ჩემი სავარჯიშო). რა თქმა უნდა, პორტალი უბრალოა, თუმცა იქ მოცემულია საინტერესო სტატიები. აქვე აღსანიშნავია, რომ ყოველ გადასვლისას რჩეული სტატიები და სურათები იცვლება (თითოეული 5 ცალი), ეს მიუთითებს, რომ პორტალის ხშირი განახლება საჭირო (აღ)არ იქნება. მოკლედ, პორტალის გადატანამდე, მაინტერესებს უმრავლესობის აზრი. (პორტალი შექმნილია თარგებით, და ყოველი უკავშირდება პორტალი:საქართველო-ს, სავაჯიშოში ძირითადი ჩონჩხია ჩასმული) – Mero ® 11:42, 27 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

აქ მხოლოდ ერთს ჩავწერ - ხმა არ მაქვს ამოსაღები ვიღიმი. პორტალის შესახებ კი მის განხილვის გვერდზე გავაკეთებ ჩანაწერ. ალბათ დანარჩენებიც ასე მოიქცევიან. მადლობა მეროს.--ცანგალა () 14:43, 27 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე) - აი ლაიკ. (გადაწყვეტილებას რომ მივიღებთ მერე შეიძლება ამ განხილვის გადატანა) - ალ-ო     @ 14:44, 27 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე) - კარგია – ოთარი () 15:11, 27 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე)- ყველაზე მეტად ეს სიახლე მომწონს, ყოველ ჩატვირთვაზე სხვადასხვა სტატია/სურათები რომ იტვირთება. მაგარია ვიღიმი --Rastrelli F 18:42, 27 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ალბათ დროა უკვე გადაიტანო შენი ნამუშევარი (ძველის ავტორი წინააღმდეგი არაა) და თუ რამე გასაუმჯობესებელი იქნება იქვე განხილვაში დავწერთ. - ალ-ო     @ 06:16, 29 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა — აწი შენიშვნები დაწერეთ პორტალის განხილვის გვერდზე :) – Mero ® 06:31, 29 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ალსანდროს არ ეწყინება, მაგრამ გემოვნებაზე არ დავობენ. მე პირადად არ მომწონს. რატომ? მე პირადად უფრო სადა მირჩევნია. პორტალი:გაერთიანებული სამეფო - ყველა პორტალი ამ სტილში იქნება?--ცანგალა () 12:45, 11 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

არ მეწყინება. რატომ? ჩემს გემოვნებაში ეჭვი არ მეპარება. :) (პს: პორტალი დამუშავების პროცესშია) - ალ-ო     @ 18:11, 11 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

წინა გაფორმება რაღაც უფრო მომწონდა, დროშის ფერებში იყო და იმიტომ --გრიგოლ 08:20, 1 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

კვლავ მინდა შევეხო პორტალის ფერს, ნაცრისფერი რომ იყოს მგონი კარგფი იქნება პორტალ:გრუზია ნახეთ რუსულში, მგონი მშვიდი ფერებია (საკმაოდ მისაღები საქართველოსთვის), როგორ ფიქრობთ?--თემური მომწერე 07:17, 5 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

რატომ უნდა იყოს ცა ნაცრისფერი? ლურჯი ცა აღმგზნებია? - ალ-ო     @ 07:22, 5 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]
ცა უნდა იყოს ცისფერი და არა ლურჯი (голубое-ცისფერი; синее-ლურჯი), მგონი სწორედ ვიცი, და აქ მუქი ლურჯია, რომელიც თემეტიკის ჩარჩოში ვერ ეტევა, საქართველოს საერთოდ არ უხდება ლურჯი ფერები (ჩემი აზრით), მაგრამ სხვებსაც მოვუსმინოთ--თემური მომწერე 07:48, 5 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]
თემურ, ზღვარი კონსტრუქციულსა და არაკონსტრუქციულ კომენტარს შორის ხანდახან ბუნდოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში შენ გადააჭარბე. ნუ დაგავიწყდება ვინ არის შენი ოპონენტი. შენზე მინიმუმ ორჯერ ვარ უფროსი და შენგან ასეთი ფორმის შენიშვნა არ მეკუთვნის. სინამდვილეში ცამ შეიძლება მიიღოს ნებისმიერი ფერი (მათ შორის ნაცრისფერიც, როცა ავდარია). ამასთან შეგახსენებ, რომ დიზიანი ჩემი პროფესიის ნაწილია და უეჭველად შენზე მეტი მესმის რა ჯდება თემატიკაში და რა არა. ამასთან, ნებისმიერი დიზაინი მუდმივი დამუშავების პროცესშია და მისი გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება. ამ ბანერზე უამრავი ფერის ტესტი გავაკეთე და ჯერჯერობით ეს ფერი შვვარჩიე ოპტიმალურად. დროთა განმავლობაში დაიხვეწება, ამჯერად კი ჯერჯერობით ეს დარჩება. ჩემი რჩევაა (ამის უფლება მაქვს) მიხედო შენს მიერ დაწყებულ და დაუმთავრებელ პორტალებს. - ალ-ო     @ 08:15, 5 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]
ალსანდრო ზუსტად ამაშია საქმე რომ ჩვენ ყველანი აქ ერთად ვართ იმიტომ რომ უკეთესი გავხადოთ ქართული ვიკიპედია, და შენ რაღაც ოპონირებაზე და საკუთრებაზე ლაპარაკობ, რა შუაშია ოპონირება, ან ვინ თქვა რომ მე შენ გეწინააღმდეგები, პლიუს იმისა რომ ეს შენი პორტალი არ არის, იმაშიც არ გედავები რომ შენ დიზაინზე ჩემზე მეტი იცი, მე უბრალო მომხმარებელი ვარ და როდესაც პორტალ საქართველოს ვუყურებ არ მსიამოვნებს ეს ფონი, იმიტომ რომ თვალს უნდა ახარებდეს, მე ჩემი აზრი გამოვხატე და არა დაგედავე და შენი წყენა ან გაღიზინება არ მჭირდება. არავითარ შემთხვევაში, არ მინდა ჩემს განხილვის გვერდზე კვლავ დაიწეროს, რომ მე დაბლოკვის კანდიდატი ვარ. პლიუს რა შუაშია ასაკი... ბოდიში თუ გაწყინე, უბრალოდ არ უნდა მიიღო ეს როგორც ”შენიშვნა”.--თემური მომწერე 08:35, 5 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]
თემურ, შენი აზრი გავიგეთ. - ალ-ო     @ 09:30, 5 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]
ბოდიში ალო, მაგრამ ეს პორტალი არც მე მომწონს... ჩვენს ვიკიპედიაში (ისევე როგორც რუსულში და ალბათ სხვაგანაც) პორტალები სხვანაირად გა(ვ)იგეთ. ”პორტალის იდეაა დაეხმაროს მკითხველებს და/ან რედაქტორებს ადვილად მოახდინონ მანევრირება ვიკიპედიის თემებში მთავარი გვერდის მსგავსი გვერდებით. ამგვარად, პორტალები ხელსაყრელი გასაღებია ვიკიპედიის მასალისთვის.” ამას გვეუბნება ”ვიკიპედია:პორტალი” (სხვათაშორის ალ-ოს დაწერილი სტატია :)). მაგრამ, შეესაბამება ჩვენი პორტალები ამ იდეას? ჩვენი პორტალების უმეტესობაში მთავარია დიზაინი, რასაც ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ყველა პორტალში მთავარი ადგილი უჭირავს რჩეულ სტატიას. თითქმის ყველა პორტალი გადატვირთულია რჩეული ბიოგრაფიით, რჩეული გამოსახულებით, რჩეული პანორამით, რჩეული გამოთქმით... ეს ყველაფერი ქართული პორტალების ფუნქციას გაურკვეველს ხდის: რისთვის შემოვიდე პორტალზე, სასურველი თემის მარტივად მოსაძებნად თუ თვალის გასახარებლად?! გადახედეთ გერმანულ პორტალებს და მიხვდებით რას ნიშნავს ნამდვილი პორტალი. თუნდაც de:Portal:Georgien - ერთადერთი რაც ამ პორტალს არ უვარგა, ფერია. დანარჩენი კი ყველაფერი მოწესრიგებული აქვს: სასურველ თემას ადვილად იპოვით, არ არის გადატვირთული ზედმეტი სექციებით. პორტალს აქვს თვის სტატიის, რჩეული სურათის და კიდევ რამდენიმე ჩვენთვის ცნობილი სექცია, მაგრამ მათ მთავარი ადგილი არ უჭირავთ. მე ვფიქრობ, ჩვენც ამგვარი პორტალები უნდა შევქმნათ (ბოლოსდაბოლოს, პირველი ვიკიპორტალი ხომ გერმანულ ვიკიპედიაში შეიქმნა :)). და ბოლოს, ნურავინ მიიღებს საკუთარ თავზე ჩემს ნათქვამს! მეც შემიქმნია ფუნქციადაკარგული პორტალები და ახლა მინდა, რომ დავიწყოთ უკეთესი, უფრო მოხერხებული პორტალების შექმნა! — დათო პასუხი 10:57, 9 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]
ამ ზოგადი "არ მომწონს" რეპლიკების გარდა არცერთმა თქვენგანმა არ მოკიდა ხელი თემატური კრებულის გაქართულებას! რჩევა-დარიგებებში მაგრები ხართ. თუ ასე გაწუხებს ეს ამბავი, დაიწყე პირველ რიგში ამ სექციით. ვნახოთ რას იზამ. - ალ-ო     @ 11:22, 9 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

ალსანდრო, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს ხოლმე, რომ შენ ამ ყველაფერს თავის შეურაცხყოფად იღებ და აქვე მებადება კითხვა: რატომ? არ ვიცავ დათოს და არც ვამართლებ, მაგრამ მგონი ეს რჩევა-დარიგება რა იყო. ეს განხილვაა, მაშინ დაბლოკეთ ეს განხილვა რომ არაფერი არ იყოს აქ დაწერილი. კიდევ ეს არ მომეწონა: არცერთმა თქვენგანმა არ მოკიდა ხელი თემატური კრებულის გაქართულებას! რჩევა-დარიგებებში მაგრები ხართ., მე ბევრჯერ მომიკიდია ხელი ამ თემატური კრებულებისთვის, მაგრამ იმდენი ფრანგული არ ვიცი, რომ კარგად ვთარგმნო, ვეცდები...

ახლა დათოს: შეიძლება დიზაინი მთავარი არ არის, მაგრამ როდესაც შემოდის მკითხველი მას, ჩემი აზრით, დიზაინმაც უნდა მოხიბლოს, მე ვერ ვიგებ არ გერმანულ პორტალებს, სადაც ყველაფერი ერთადაა არეული, სად თავია და სად ბოლო ვერ გავიგე. ეს რა თქმა უნდა ჩემი აზრია. არის ბევრი ქართული პორტალი, სადაც დიზაინმა არ გაამართლა და უბრალოდ ჩემთვის ”საინტერესოც” კი არაა ამ პორტალზე შესვლა. ბოდიში თუ ვიღაცა ვაწყენინე, მე ჩემი აზრი გამოვხატე --თემური მომწერე 11:36, 9 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]
თემურ, გეთანხმები ბოლოს რაც დაწერე. ზემოთ კი - შეურაცხყოფად კი ავ ვღებულობ, უბრალოდ ძალიან მწყინს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაქვს ნაშრომი ამაზე და ძალიან მკვახედ მხვდება გულზე სუბიექტური "არ მომწონს". კაციშვილში ერთი-ორი გამონაკლისი არის, შენი ჩათვლით, მაგრამ ძირითადად ყველა მოთხოვნაზეა და არა რამის გაკეთებაზე. აბა ვინმე თუ ხვდება რამდენი დრო უნდა თვის მნიშვნელოვანი მოვლენების მოძიებას სხვადასხვა ვიკიპედიებში, ან კიდევ საინტერესო მასალის შეკრებას (ასევე სხვაენოვან ვიკიებში), სტატიების მოძიებას და სტილისტურად გამართვას, რომ გამოსატანად ვარგოდეს და ა.შ.. არაფერ ამაში მონაწილეობას რომ არ იღებს იმ მომხმარებლებისგან კრიტიკა ჩემთვის პირადად მიუღებელია. - ალ-ო     @ 11:46, 9 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]
ეს რა თმა უნდა საწყენია, და მე მესმის შენი ძალიან კარგად. რა თმქა უნდა ვხედავთ, რომ შენ დაუსვენებლად მუშაობ (ეს ყველაფერი თვითონ ხომ არ ჩნდება), უბრალოდ ჩვენც გაგვიგე. ჩვენც გვინდა რაღაცით დავეხმაროთ ქართულ ვიკის, იმიტომ დავბრუნდი 2-3 თვის წინ ვიკიპედიაში, რომ შევიტანი წვლილი ამის განვითარებაში. მე მარტოკა ვმუშაობდი ვიკისიხლეებზე და დავანებე, იმიტომ რომ საერთოდ არავინ არ მეხმარებოდა, დათო მგონი ცოტათი (თუ არ ვცდები), და ვიცი რა ძნელია მარტო მუშაობა, ეს ყველაფერი გასაგებია. ვიკიპედიაში სულ რაღაც სამნახევარი მომხმარებელი მუშაობს ამჯერად, და ვფიქრობ ახლა არ უნდა მოგვივიდეს კონფლიქტები და ახლა არ უნდა ვაწყინოთ ერთმანეთი. შეიძლება ამ გვერდზე ეს მიუღებელი ”მორალია”, მაგრამ ვთვი რასაც ვფიქრობდი. მადლობა--თემური მომწერე 11:56, 9 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]
ალ-ო, ვხედავ შენს შრომას და ვაფასებ კიდეც. და არც შენ გამიკრიტიკებიხარ! როცა არ მომწონს, ვერ ვიტყვი მომწონს-თქო. შემდეგ ზოგადად პორტალებზე ვილაპარაკე და არა შენს მიერ შექმნილ პორტალებზე (რომელთაგან უმრავლესობის დიზაინი მომწონს!). შენ კი რატომღაც შენს თავზე მიიღე... ახლა კი თემურს: გერმანულ პორტალს თავს და ბოლოს ვერ გაუგებ, რადგან გერმანული არ იცი :). აი, წარმოიდგინე, ჩვენთან რაც თემატურ კრებულში დამალულია, გერმანულში პირდაპირ ჩანს და მთავარი ადგილი უჭირავს. ხოლო რჩეული მასალები უფრო მეორე პლანზეა. ზემოთ, თავში კი შეიძლება რამე ბანერის განთავსება, რომელიც თვალს მოგჭრის და დაგაინტერესებს :). P.S. მეც მარტო ვმუშაობ ვიქსიკონში და მეც ვიცი როგორია სხვების მიერ დაუნახავი შრომა. — დათო პასუხი 12:20, 9 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]
მადლობა, გავიგე, ლათინურად ვკითხულობ და ინგლისურს ცოტათი რომ ჰგავს იმით რაღაცას ვიგებ, მე ეს გადატანით ვთქვი რომ ვერაფერი გავიგე მეთქი, უბრალოდ ვერ ვხდები რატომ უნდა იყოს გერმანული ვიკიპედია ჩვენთვის სანიმუშო ან ეტალონი. ჩვენ ჩვენი თავი გვაქვს მხრებზე და ჩემი აზრით თვითონ უნდა მოვიგონოთ ბევრი რამ. ალომ შემოიტანა ეს დაფარული თემატური კრებული და ძალინ მომწონს, გერმანულ ვარიანტზეც კი--თემური მომწერე 12:47, 9 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]
პორტალი იმას ჰქვია, რომ ყველა თემა უნდა ჩანდეს, რომ მკითხველმა ადვილად იპოვოს. ესაა მთავარი. სხვა დანარჩენი კი, ბანერი, რჩეული სტატია, ბიოგრაფია, ფოტო - ყველაფერი მეორეხარისხოვანია. პორტალის ეტალონი რომ გერმანული ვიკის პორტალები უნდა იყოს ამას არ ვამბობ (მაგრამ ფაქტობრივად მასე გამოდის, რადგან პირველი პორტალი გერმანელებმა შექმნეს, ხოლო ყველა სხვა ვიკიპედიამ გერმანულს მიბაძა). ჩვენც შევმატოთ რამე, მაგრამ ისე, რომ პორტალს ფუნქცია არ დაეკარგოს. — დათო პასუხი 12:54, 9 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]