მაკროეკონომიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაკროეკონომიკაეკონომიკური მეცნიერების განშტოებაა, რომელიც შეისწავლის ქვეყნის მთლიანი (ან მისი ნაწილის, დარგის) ეკონომიკის ფუნქციონირებას, ისეთ საერთო პროცესებს და მოვლენებს როგორებიცაა - ინფლაცია, უმუშევრობა, საბიუჯეტო დეფიციტი, ეკონომიკური ზრდა, სახელმწიფო რეგულირება და ა.შ. მაკროეკონომიკა ოპერირებს ისეთი ცნებებით, როგორებიცაა - საერთო მოთხოვნა და მოხმარება, საერთო მოწოდება, იყენებს აგრეგირებულ მაჩვენებლებს. მიკროეკონომიკა, ამის საპირისპიროდ, შეისწავლის ინდივიდუალურ მომხმარებელთა, ფირმათა და საწარმოთა ეკონომიკურ ქცევას (ინდ. მოთხოვნასა და მოწოდებას, და ა.შ.).

პირველად ეს ტერმინი გამოყენებულია 1933 წელს.

თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების უპირველესი ამოცანაა წარმოების, დასაქმების, ფასებისა და სხვა მსგავსი მოვლენების აღწერა, გაანალიზება , მათი დინამიკის ახსნა, აგრეთვე მათ შორის თანაფარდობის დადგენა, რომელიც განსაზღვრულ სისტემას უნდა დაექვემდებაროს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიღწევა ჭეშმარიტი ანალიზი, რომლის საფუძველზე შემუშავებული იქნას ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც შეიძლება უზრუნველყოს საზოგადოების კეთილდღეობის ზრდა.

სისტემურობის პრინციპი მოითხოვდა იმას, რომ მთელ ეკონომიკას მისცემოდა საბაზრო ეკონომიკისებური ახსნა. ეს რთული ამოცანა გადაჭრა ინგლისელმა ეკონომისტმა, კეინზმა. მან გასულ საუკუნის 30-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა მაკროეკონომიკურ თეორიას, რომლის საგანია მთლიანად ეროვნული ეკონომიკური სისტემის, როგორც მაკრობაზრის განვითარების კანონზომიერებათა შესწავლა.

თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში მაკროეკონომიკურ პრობლემათა შორის განიხილავენ შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმებას, ინფლაციას, მთლიანი შიდა პროდუქტისა და ეროვნული შემოსავლის წარმოებას, ეკონომიკურ ზრდას, საზოგადოებრივ აღწარმოებას, საერთო ეკონომიკურ პროპორციებს, ეროვნული შემოსავლის დაყოფას დაგროვებისა და მოხმარების ფონდებად, ეფექტიანობას, ფასების საერთო დინამიკას, ფულაფსაკრედიტო სისტემას, ეკონომიკის სახელმწიფოებრივ რეგულირებას და სხვ. მაკროეკონომიკური ანალიზი აისახება შესაბამის მაჩვენებლებში.