მოზამბიკის ეკონომიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოზამბიკის ეკონომიკა
ვალუტა მოზამბიკური მეტიკალი (MZN)
ფისკალური წელი კალენდარული წელი
სტატისტიკა
მშპ (მუპ) $20.19 მილიარდი (2009)
მშპ ზრდა 6.3% (2009)
მშპ ერთ სულზე $900 (2009)
მშპ სექტორით სოფლის მეურნეობა: 25.6%; მრეწველობა: 29%; მომსახურება: 45.4% (2009)
ინფლაცია 10%
მოსახლეობა
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ
59% (2010)
Gini index 47.3 (2002)
შრომითი რესურსი 9.77 მილიონი (2009)
შრომითი რესურსი
by უმუშევრობა
სოფლის მეურნეობა: 77%; მრეწველობა: 8%; მომსახურება: 15% (2007 est.)
უმუშევრობა 14% (2007)
მრეწველობის მთავარი დარგები სურსათი, სასმელი, ქიმიკატები (სასუქი, საპონი, საღებავები), ალუმინი, ნავთობპროდუქტები, ქსოვილები, ცემენტი, მინა, აზბესტი, თამბაქო, ქვანახშირი
სავაჭრო პარტნიორები
ექსპორტი $2.067 მილიარდი (2010)
საქონლის ექსპორტი ალუმინი, კრევეტები, აკაჟუები, ბამბა, შაქარი, ციტრუსი, ხე-ტყე; ელექტროენერგია, ქვანახშირი
ძირითადი პარტნიორები ნიდერლანდები 47.62%, სამხრეთ აფრიკა 11.6% (2009)
იმპორტი $2.881 მილიარდი (2010)
საქონლის იმპორტი მანქანები და მისი აღჭურვილობა, გადასაზიდი საშუალებები, საწვავი, ქიმიკატები, რკინის ნაწარმი, საკვები პროდუქტები, ტექსტილი
სავაჭრო პარტნიორები სამხრეთ აფრიკა 33.54%, ნიდერლანდები 8.42%, ინდოეთი 5.93%, ჩინეთი 4.24% (2009)
საზოგადოებრივი ფინანსები
სახელმწიფო ვალი $4.246 მილიარდი (31 დეკემბერი, 2009)
შემოსავლები $2.741 მილიარდი (2009)
გასავლები $3.299 მილიარდი (2009)
ეკონომიკური დახმარება $1.829 მილიარდი (31 December 2009 est.)
კრედიტუნარიანობის შეფასება Standard & Poor's:[1]
B+ (Domestic)
B+ (Foreign)
B+ (T&C Assessment)
Outlook: Stable[2]
Fitch:[2]
B
Outlook: Stable
Main data source: CIA World Factbook
All values, unless otherwise stated, are in აშშ დოლარები

მოზამბიკის ეკონომიკის განვითარება დაიწყო მოზამბიკის სამოქალაქო ომის (1977–1992) დასრულების შემდეგ, თუმცა დღეს ქვეყანა შედის მსოფლიოს უღარიბეს და განუვითარებელ ქვეყანათა რიგებში. 1987 წლიდან მოზამბიკის მთავრობამ, ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, მაკროეკონომიკური რეფორმების სერია გაატარა. ეკონომიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული ეს ნაბიჯები, შერწყმული იყო დონორთა დახმარებასა და პოლიტიკურ სტაბილურობაზე.1994 წელს მოზამბიკში, პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა, თუმცა ყველა ცდა უშედეგო იყო: ეკონომიკა არ გაუმჯობესდა. 1990-იან წლებში ინფლაციის მაჩვენებელი საგრძნობლდა შემცირდა, თუმცა 2000-2002 წლებში ინფლაციამ საგრძნობლად იმატა. მალევე გატარდა ფისკალური რეფორმები, მათ შორის საბაჟო სამსახურის რეფორმა; დაინერგა დამატებითი ღირებულების გადასახადი, გაუმჯობესდა მთავრობის შემოსავლები და შესაძლებლობები. მიუხედავად ამ მიღწევებისა, მოზამბიკის წლიური ბიუჯეტი რჩება უცხოურ გრანტებზე დამოკიდებული და მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. ქვეყნის სამუშაო ძალის უმრავლესობა სოფლის მეურნეობაშია კონცენტრირებული.

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება]

სოფლის მეურნეობა მოზამბიკის ეკონომიკის წამყვანი ნაწილია. მისი წილი ქვეყნის მშპ-ის 22%-ია. ქვეყნის მასშტაბით დასამუშავებლად გამოსადეგია 36 მილიონი ჰექტარი მიწა, მაგრამ დამუშავებული მხოლოდ 5,4 მილიონი ჰექტარია, რომლიდანაც ირწყვება 120 ათასი ჰექტარი. საექსპორტო პროდუქციაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წილი 25%-ია. მოზამბიკში მეცხოველეობას სამხრეთ რეგიონებში მისდევენ. გაშენებულია ბრინჯის, არაქისის,შაქრის ლერწმის, ფორთოხლის, კოლას, ნესვის ხის და ა.შ. პლანტაციები.

მრეწველობა[რედაქტირება]

სამოქალაქო ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა ინდუსტრიას. საგზაო ინფრასტრუქტურა იქნა განადგურებული, მაღაროები დაიტბორა. 1993 წლიდან, ეკონომიკური პროგრამა ეფუძნება ლიბერალიზაციას და პრივატიზაციას.

სამთო მრეწველობა[რედაქტირება]

ქვეყანაში არსებობს რკინის მადანის, ქვანახშირის, ბუნებრივი აირისა და ბოქსიტის საბადოები. დიდ როლს თამაშობს მეზობელი ქვეყნის, სამხრეთ აფრიკის კაპიტალს.

საწარმოო მრეწველობა[რედაქტირება]

საწარმოო მრეწველობა ძირითადად წარმოდგენილია სოფლის მეურნეობის ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოებითა და საპნის ქარხნებით. სამოქალაქო ომის შემდეგ აღდგა შაქრის წარმოება. გაიხსნა ალუმინის, ლუდის, ქაღალდის, ცემენტის, მინის საწარმოო ქარხნები. 2000 წელს დაიწყო ავტომობილ „ფიატის” წარმოება. ტექსტილის წარმოება ვითარდება. სითბური ელექტროსადგური

ენერგეტიკა[რედაქტირება]

ქვეყნის ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი გამომუშავდება ჰიდროელექტროსადგურებზე. სოფლებში საწვავად ნახშირი გამოიყენება. 2004 წელს გამომუშავებულ იქნა 11.58 მილიარდ კილოვატი ენერგია, ექსპორტზე გავიდა 8,75 მლრდ კვტ-ი (ძირითადად ზიმბაბვესა და სამხრეთ აფრიკაში), იმპორტირებული იყო 7,576 მილიარდი კვტ/სთ.

ტრანსპორტი[რედაქტირება]

აეროპორტები

  • სულ — 158, აქედან
    • მყარ გრუნტზე — 22
    • მყარი გრუნტის გარეშე — 136

ავტოსაგზაო ინფრასტრუქტურა

  • სულ — 30400 კმ, აქედან
    • მყარ გრუნტზე — 5685 კმ
    • მყარი გრუნტის გარეშე — 24715 კმ

რკინიგზა

  • სულ — 3123 კმ

საწყალოსნო ტრანსპორტი

  • გემების საერთო რაოდენობა — 2; 2,964 ჰრტ/5,324 დედვეიტი წყალწყვით

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Sovereigns rating list. Standard & Poor's. წაკითხვის თარიღი: 26 May 2011.
  2. 2.0 2.1 How Fitch, Moody's and S&P rate each country's credit rating“, The Guardian, 15 April 2011. წაკითხვის თარიღი: 31 May 2011.