ლუქსემბურგის ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუქსემბურგის ეკონომიკა
ვალუტა 1 ევრო (€1) = 100 ევროცენტს = $1,14
ფისკალური წელი კალენდარული წელი
სავაჭრო ორგანიზაციები ევროკავშირი, მსო, ეთგო
სტატისტიკა
მშპ (ნომინალი) €52,1/$55,7 მილიარდი (ნომინალური,2015 წელი)[1]
მშპ (მუპ) €52,1/$55,7 მილიარდი (ნომინალური,2015 წელი)[1]
მშპ ზრდა 3.1% (რეალური, 2015 წელი)
მშპ ერთ სულზე €91,600/$102,000 (ნომინალური, 2015 წელი)[1]
მშპ სექტორით აგრარული: 0.4%; მრეწველობა: 13.6%; სერვისები: 86% (2007 წელი)
ინფლაცია 0.3% (CPI, 2015 წელი)
Gini index 26.0 (2005)
შრომითი რესურსი 368,400 ადამიანი 154,900-იდან არიან უცხოელი მუშები, რომლებიც ცხოვრობენ საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში (2011)[2]
შრომითი რესურსი
საქმიანობით
აგრარული: 2.2%; მრეწველობა: 17.2%; მომსახურება: 80.6% (2007 წელი)
უმუშევრობა 6.0% (2012 წელი)
მრეწველობის მთავარი დარგები საბანკო და საფინანსო მომსახურება, რკინა და ფოლადი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები, ტვრითგადაზიდვა, საკვების გადამუშავება, ქიმიკატები, მეტალის პროდუქცია, ინჟინერია, მინა, ალუმინი, ტურიზმი
სავაჭრო პარტნიორები
ექსპორტი $14.7 მილიარდი (2014 წელი)
საქონლის ექსპორტი მანქანები და აღჭურვილობა, ფოლადის ნაწარმი, ქიმიკატები, რეზინის ნაწარმი, მინა.
ძირითადი პარტნიორები გერმანიის დროშა გერმანია 21.6%
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 15.5%
ბელგიის დროშა ბელგია 14.5%
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო 5.8%
იტალიის დროშა იტალია 5.6%
შვეიცარიის დროშა შვეიცარია 4.7% (2012 წელი)[3]
იმპორტი $23.8 მილიარდი (2014 წელი)
საქონლის იმპორტი მინერალები, მეტალები, საკვები პროდუქტი, სახალხო მოხმარების საქონელი.
სავაჭრო პარტნიორები ბელგიის დროშა ბელგია 30.9%
გერმანიის დროშა გერმანია 23.4%
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 10.4%
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო 8.2%
ჩინეთის დროშა ჩინეთი 7.2%
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 5.1% (2012 წელი)[4]
სახელმწიფოს შიდა ვალი €11.2 მილიარდი (2014)
საზოგადოებრივი ფინანსები
სახელმწიფო ვალი 18.4% მშპ-დან (2012 წელი)
შემოსავლები €14.2 მილიარდი (2014 წელი)
გასავლები €14.8 მილიარდი (2014 წელი)
ეკონომიკური დახმარება $30.7 მილიარდი (2013 წელი)
კრედიტუნარიანობის შეფასება €0.7 მილიარდი (ოქტომბერი 2015 წელი)
Main data source: CIA World Factbook
All values, unless otherwise stated, are in აშშ დოლარები

ლუქსემბურგის ეკონომიკა — დამოკიდებულია საბანკო, ფოლადისა და ინდუსტრიულ სექტორზე. ლუქსემბურგს აქვს მეორე ყველაზე მაღალი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში (2007 წელი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო), კატარის შემდეგ. ლუქსემბრუგის მოსახლეობა აღიქმება დივერსიფიცირებულ განვითარებულ ერად, კატარის საპირისპიროდ, რომლის ძირითად შემოსავლის წყაროსაც წარმოადგენს ნავთობი.

ამასთანავე, ლუქსემბურგი ტურისტულ ლიტერატურაში მოიხსენიება „ევროპის მწვანე გულად“, მისი პასტორალური მიწა თანაარსებობს მაღალ ინდუსტრიულ და ექსპორტზე ორიენტირებულ ტერიტორიაზე. ლუქსემბურგის ეკონომიკა არის ძალიან მსგავის გერმანიისა. ლუქსემბურგს აქვს ძალიან იშვიათი კეთილდღეობის ხარისხი განვითარებულ დემოკრატიებს შორის.

2009 წელს, ბიუჯეტის დეფეიციტი იყო 5%, რაც გამოწვეული იყო მთავრობის გადაწყვეტილებით მოეხდინა ეკონომიკის სტიმულირება, განსაკუთრებით საბანკო სექტორის, როგორც შედეგის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა. 2010 წლისთვის ეს მაჩვენებელი შემცირდა 1.4%-მდე.[5]

სექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წელს მშპ იყო $60.54 მილიარდი, სადაც მომსახურება, მათ შორის ფინანსური სექტორი, აწარმოებდა 86%-ს. ფინანსური სექტორი შეადგენდა მშპ-ს 36%, მრეწველობა 13,3%, ხოლო სოფლის მეურნეობა 0,3%.[6]

საბანკო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბანკო არის ყველაზე დიდი სექტორი ლუქსემბურგის ეკონომიკისა. ქვეყანა სპეციალიზდება ტრანს-სასაზღვრო ბიზნეს ადმინისტრირებაზე. როგორც  ლუქსემბურგის შიდა ბაზარი არის შედარებით პატარა, ქვეყნის ფინანსური ცენტრი არის, ძირითადად, საერთაშორისო. 2009 წლის მარტის ბოლოს, 152 ბანკი იყო ლუქსემბრუგში 27,000 თანამშრომელით. პოლიტიკური სტაბილურობა, კარგი კომუნიკაციები, სხვა ევროპულ ცენტრებთან ხელმისაწვდომობა, გამოცდილი მრავალენოვანი პერსონალი, საბანკო საიდუმლოების ტრადიცია და ტრანს-სასაზღვრო  ფინანსებში ექსპერტული გამოცდილება - არის ის ფაქტორები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ფინანსური სექტორის ზრდაში.ამ ფაქტორებმა განაპირობა კორუფციის აღქმის 8.3  ინდექსი და DAW ინდექსი რეიტინგი 10 2012 წლისთვის, ეს უკანასკნელი ყველაზე დიდია ევროპაში.[7] გერმანია ითვლის უდიდეს ბანკების დაჯგუფებას და სკანდინავიურ, იაპონურ და აშშ-ს ბანკებთან ერთად არის ბაზარზე წარმოდგენილი. მთლიანი აქტივები ცდებოდა €929 მილიარდს 2008 წლის ბოლოს. 9 000-ზე მეტის ჰოლდინგის კომპანიია დაარსებული ლუქსემბურგში. ევროპის საინვესტიციო ბანკი - ფინანსური ინსტიტუტი ევროკავშირისა - ასევე აქ მდებარეობს.

შეშფოთებამ ლუქსემბურგის საბანკო საიდუმლოების კანონის შესახებ და მისმა რეპუტაციამ, როგორც საგადასახადო თავშესაფრისა, 2009 წლის აპრილში ქვეყანა მიიყვანა იქამდე, რომ დიდი ოცეულის მიერ ის დაამატეს „ნაცრისფერ სიაში“, რომლებიც მოიცავს საეჭვო საბანკო შეთანხმებების მქონე ერებს. თუმცა ამ სიიდან ის ამ წელსვე ამოწერეს.[8] ამ შეშფოთებამ ლუქსემბურგი აიძულა შეეცვალა საგადასახადო კანონმდებლობა, რათა აეცილებინა კონფლიქტი ევროკავშირი წევრ, საგადასახადო ავტორიტეტებთან. მაგალითად, კლასიკური საგადასახადო თავისუფლების პირობებში 1929 წელს დაარსებული ჰოლდინგი უკანონოდ იქნა გამოცხადებული 2010 წლის 31 დეკემბერს, როგორც არალეგალური მდგომარეობის დახმარება ევროპული კომისიისა.[9]

ფოლადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკვანძო მოვლენა ლუქსემბურგის ეკონომიკურ ისტორიაში არის 1876 წელს ინგლისური მეტალურგიის დანერგვა. ამან კი ქვეყანა მიიყვანა ფოლადის ინდუსტრიის განვითრებამდე ლუქსემბურგში და კომპანია - „ARBED“-ის დაარსებამდე 1911 წელს.

რკინისა და ფოლადის ინდუსტრია, რომელიც მდებარეობს საფრანგეთის საზღვრის გასწვრივ, არის მნიშვნელოვანი სექტორი ეკონომიკისა. ფოლადი წარმოადგენს მთლიანი ექსპორტის (სერვისების ჩათვლით) 29%-ს, 1.8%-ს მშპ-სი, 22%-ს სამრეწველო დასაქმებიისა და 3.9%-ს სამუშაო ძალისა.

ინდუსტრიის რესტრუქტიზაცია და სახელმწიფო ქონების ზრდამ „ARBED“-ში (31%) 1974 წლიდან დაიწყო. როგორც შედეგი დაწესებულების მოწყობისა დროებითი მოდერნიზაციისა წარმოებისა და დასაქმების შემცირება ხარჯზე, მთავრობის გადაწყვეტილება კომპანიის ვალების დაყოფის შესახებ და ბოლო დროის ციკლური აღდგენა ფოლადზე საერთაშორისო მოთხოვნისა არის ფაქტორი, რომელმაც განაპირობა კომპანიის კვლავ მოგებაზე მუშაობა.მისი პროდუქტიულობა არის ყველაზე მაღალი მსოფლიოში. აშშ-ს ბაზარზე „ARBED“-ის წარმოების 6%-ია წარმოდგენილი. კომპანია სპეციალიზდება დიდი არქიტექტურული ფოლადის სხივების წარმოებასა და დამატებითი ღირებულების პროდუქციაზე.იმის მიუხედავად, რომ შედარებით შემცირებას ჰქონდა ადგილი ფოლადის სექტორში, მთავრობამ მოახდინა, მისი ანაზღაურება. 2001 წელს, „ACERALIA“-სა და „USINOR“-ის შერწყმით, „ARBED“ გახდა „ARCELOR“. ეს უკანასკნელი დაკავებულ იქნა 2006 წელს „MITTAL STEEL“-ის მიერ და შეიქმნა „ARCELOR-MITTAL“, ყველაზე დიდი ფოლადის მწარმოებლი მსოფლიოში, რომელსაც სათავეში ედგა ლაკშამი მითალი.

ტელეკომუნიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავრობის პოლიტიკა ხელსუწყობს ლუხსემბურგის განვითარებას აუდიოვიზუალურ და კომუნიკაციურ ცენტრად. რადიო-ტელევიზია „ლუქსემბურგი“ არის ევროპის მეწინავე კერძო რადიო და სატელევიზიო მაუწყებლობა. სახელმწიფოს დახმარებით შეიქმნა ლუქსემბურგის სატელიტური კომპანია „Société européenne des satellites“ (SES) 1986 წელს,რათა დაეყენებინა და ფუნქციონირებაში მოეყვანა სატელიტური ტელეკომუნიკაციების სისტემა სატელევიზიო პროგრამების გადაცემისათვის მთელი ევროპის მასშტაბით.ამ კომპანიის პირველი სატელიტი, 16 არხიანი „RCA 4000 Astra 1A“, გაეშვა „ARIANE ROCKET“-ის მიერ 1988 წლის დეკემბერში. დღეს-დღეობით კი ეს კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდი სატელიტური მომსახურების კომპანიას შემოსავლების მხრივ.

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურიზმი არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ეროვნული ეკონომიკისა და წარმოადგენდა დაახლოებით 8.3% მშპ-სი 2009 წელს და ასაქმებს 25 000 ადამიანს ან 11.7% მომუშვე მოსახლეობისა.[10] მიმდინარე კრიზისის მიუხედავად „Grand Duchy“ მაინც მანსპინძლობს 900 000 ვიზიტორს წელიწადში, რომლებიც საშუალოდ 2.5 ღამეს ატარებენ სასტუმროებსა და სალაშქრო ადგილებში[11].ბიზნეს მოგზაურობა ყვავის და წარმოადგენს 44%-ს ქვეყანაში ღამის გატარებისა და 60%-ს დედაქალაქში, 11%-იდან 25%-ს შორის 2009 და 2010 წლებში.[12]

აგრარული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუქსემბურგის პატარა, მაგრამ პროდუქტიული აგრარული სექტორი არის ძალიან სუბსიდირებული, ძირითადად ევროკავშირისა და მთავრობისაგან. ის ასაქმებს 1-3%-ს სამუშაო ძალისა. ფერმერტ უმეტესობა დაკავებულია რძის პროდუქტებისა და ხორცის წარმოებით. ვენახები მოსელის ველში ყოველწლიურად აწარმოებს 15 მილიონ ლიტრ მჭრალ თეთრ ღვინოს, რომელთა უდიდესი ნაწილი მოიხმარება ლუქსემბურგში, აგრეთვე გერმანიაში, საფრანგეთსა და ბელიგაში ნაკლები მასშტაბით.

შრომითი ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შრომითი ურთიერთობები იყო მშვიდობიანი 1930-იანი წლებიდან. მრეწველობის მუშათა უმეტესობა ქმნიან შრომით კავშირებს, რომლებიც უკავშირდება ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ პარტიას. ბიზნესის წარმომადგენლები, გაერთიანებები და სახელმწიფო მონაწილეობენ ძირითად შრომით მოლაპარაკებებში.

უცხოელი ინვესტორები ხშირად ციტირებენ ლუქსემბურგის შრომით ურთიერთობებს, როგორც მთავარ მიზეზს "Grand Duchy"-ის ადგილმდებარეობით. უმუშევრობა 1999 წელს სამუშაო ძალის საშუალოდ 2.8%-ზე უფრო მცირე იყო, მაგრამ 4.4%-ს მიაღწია 2007 წელს.

ენერგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წელს ლუქსემბურგმა სცადა აეშენებინა 1 200 მეგავატის ბირთვული რეაქტორი, მაგრამ ხელი აიღო გეგმაზე მასობრივი საპროტესტო აქციების საფრთხის შემდეგ[13]. ამჟამად, ლუქსემბურგი იყენებს იმპორტირებულ ნავთობსა და ბუნებრივ აირს მისი გენერირებული ენერგიის უმეტესობისთვის[14].

კოსმოსური ფრენები და რესურსების მოპოვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამუშაო ძალის პროდუქტიულობის დონით ლუქსემბურგი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპაში. OECD, 2012 წელი.

ლუქსემბურგი არის ევროპული კოსმოსური სააგენტოს წევრი[15], სადაც მან განახორციელა 23 მილიონი ევროს კონტრიბუცია 2015 წელს[16].

2016 წლის თებერვალში ლუქსემბურგის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ის შეეცდებოდა „ხელი წაეშველებინა მრეწველობის სექტორისთვის, რათა მოეპოვებინათ ასტეროიდების რესურსები კოსმოსში“ „ლეგალური სქემების“ შექმნითა და ნორმატიული სტიმულებით ინდუსტრიაში ჩართული კომპანიებისთვის[17][18]. 2016 წლის ივნისში, დაანონსდა, რომ მთავრობა განახორციელებდა „200 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას კვლევებში, ტექნოლოგიების დემონსტრაციასა და ლუქსემბურგის ბაზარზე არსებული კომპანიების აქციების ყიდვისათვის“[19].

პერსპექტივები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუქსემბურგის სტატისტიკის სააგენტოს ჩანაწერზე დაყრდნობით, ლუქსემბურგის ეკონომიკა მომართული იყო 4.0%-იან ზრდაზე 2011 წლისთვის. ეკონომიკური სიტუაცია იყო განსაკუთრებით დინამიური 2010 წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისში, მაგრამ იყო ზრდის შემცირების ნიშნებიც ორივე, საერთაშორისო ეკონომიკურ გარემოსა და ეროვნული ინდიკატორების პირობებშიც[20]. მშპ-ს ზრდა რეცესიაში შევიდა 2012 წლისთვის[21].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kirsch, R. (1971). La croissance de l’économie luxembourgeoise. Luxembourg City. 
  • Bauler, A. (2001). Les fruits de la souveraineté nationale. Essai sur le développement de l’économie luxembourgeoise de 1815 à 1999: une vue institutionnelle. Luxembourg City. 
  • Leboutte, R.; Puissant, J.; Scuto, D. (1998). Un siècle d’Histoire industrielle (1873-1973). Belgique, Luxembourg, Pays-Bas. Industrialisation et sociétés. Brussels. 
  • Margue, P.; Jungblut, M.-P. (1990). Le Luxembourg et sa monnaie. Luxembourg City. 
  • Trausch, G.; de Vreese, M. (1995). Luxembourg et les banques. De la révolution industrielle au 7e centre financier mondial. Luxembourg City. 
  • Trausch, Gérard (July 2012). Les mutations économiques et sociales de la société luxembourgeoise depuis la révolution française, Cahiers économiques (French). Luxembourg City: STATEC. 
  • Weber, P. (1950). Histoire de l’économie luxembourgeoise. Luxembourg City. 
  • (1999) L’économie luxembourgeoise au 20e siècle. Luxembourg City. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 http://ec.europa.eu/eurostat/tgm/refreshTableAction.do;jsessionid=-omYZKeRCt0o7800vf3VZvoDtOt83BfLFV_UU4YAZxBGH8MqRqhA!-1493475499?tab=table&plugin=1&pcode=tec00001&language=en
  2. Statec Employment
  3. Export Partners of Luxembourg. CIA World Factbook (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 24 July 2013.
  4. Import Partners of Luxembourg. CIA World Factbook (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 24 July 2013.
  5. "Luxembourg" დაარქივებული 2015-11-17 საიტზე Wayback Machine. , CIA – The World Fact Book. Retrieved 8 September 2010.
  6. "The World Factbook" დაარქივებული 2015-11-17 საიტზე Wayback Machine. . Central Intelligence Agency. 2014-06-20. Retrieved 16 November 2014.
  7. Transparency International, 2008
  8. "Luxembourg and Belgium removed from 'grey list'"European voice. 29 July 2009.
  9. Luxembourg Company Registration Healy Consultants Retrieved 3 September 2013.
  10. "Lux is the place to be for business travellers"News 352, 10 February 2011. Retrieved 14 February 2011.
  11. "Bulletin du Statec n°6-2010". (French) Retrieved 14 February 2011.
  12. "La saison touristique 2010 : une stabilisation à bas niveau" დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine. , Ministère des Classes moyennes et du Tourisme. (French) Retrieved 14 February 2011.
  13. "Reactors." Wise – Nuclear issues information services. July 1978. <http://www10.antenna.nl/wise/index.html?http://www10.antenna.nl/wise/b2/reactors.html დაარქივებული 2012-02-19 საიტზე Wayback Machine. >
  14. “LUXEMBOURG – Energy Mix Fact Sheet.” Europa. January 2007. http://ec.europa.eu/energy/energy_policy/doc/factsheets/mix/mix_lu_en.pdf დაარქივებული 2008-12-19 საიტზე Wayback Machine.
  15. "About ESA - Romania accedes to ESA Convention" დაარქივებული 2012-01-15 საიტზე Wayback Machine. . ESA. Retrieved 14 January 2012.
  16. "ESA Budget for 2015"esa.int. 16 January 2015.
  17. de Selding, Peter B. (2016-02-03). "Luxembourg to invest in space-based asteroid mining - See more at: http://spacenews.com/luxembourg-to-invest-in-space-based-asteroid-mining/#sthash.TJLFAooM.dpuf"SpaceNews. Retrieved 2016-02-06. The Luxembourg government on Feb. 3 announced it would seek to jump-start an industrial sector to mine asteroid resources in space by creating regulatory and financial incentives.
  18. "Luxembourg plans to pioneer asteroid mining"ABC News. 2016-02-03. Retrieved 2016-02-08. The Government said it planned to create a legal framework for exploiting resources beyond Earth's atmosphere, and said it welcomed private investors and other nations.
  19. de Selding, Peter B. (2016-06-03). "Luxembourg invests to become the 'Silicon Valley of space resource mining'"SpaceNews. Retrieved 2016-06-04.
  20. "Business and Economy" დაარქივებული 2017-03-01 საიტზე Wayback Machine. , Embassy of Luxembourg in Washington. Retrieved 8 September 2011.
  21. "Growth in 2012"Which economies will grow and shrink the fastest in 2012?. The Economist online 4 January 2012.