იტალიის ეკონომიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იტალიის ეკონომიკა
Palazzo mezzanotte2.jpg
ვალუტა ევრო
ფისკალური წელი კალენდარული წელი
სავაჭრო ორგანიზაციები მსო, ევროპის კავშირი და ეთგო
სტატისტიკა
მშპ (მუპ) $1.888 ტრილიონი (2007)
მშპ ზრდა 1.1% (2010)
მშპ ერთ სულზე $32,319 (2007)
მშპ სექტორით აგროკულტურა: 1.8%; მრეწველობა: 24.9%; მომსახურების სფერო: 73.3% (2010 მონ.)
ინფლაცია 1.4%
Gini index 36 (2009)
შრომითი რესურსი 25.05 მილიონი (2010)
შრომითი რესურსი
by უმუშევრობა
მომსახურების სფერო (65.1%), მრეწველობა (30.7%),აგროკულტურა (4.2%) (2005)
უმუშევრობა 8.4% (2011)
მრეწველობის მთავარი დარგები ტურიზმი, კომუნიკაციები, მანქანათმშენებლობა, ფოლადი, ქიმიური მრეწველობა, ფარმაცევტული წამლები, კვების მრეწველობა, ქსოვილი, ავტომობილების წარმოება, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტანსაცმელი, მოდა
სავაჭრო პარტნიორები
ექსპორტი $458.4 მილიარდი (2010)
საქონლის ექსპორტი ტექნიკა, ქსოვილები, ტანსაცმელი, საწარმოო დანადგარები, ავტომობილი, სატრანსპორტო აღჭურვილობა, ქიმიკატები, საკვები, სასმელი, თამბაქო, მინერალები, და ფერადი ლითონების
ძირითადი პარტნიორები გერმანია 12.6%, საფრანგეთი 11.57%, აშშ 5.92%, ესპანეთი 5.69%, დიდი ბრიტანეთი 5.13%, შვეიცარია 4.69% (2009)
იმპორტი $459.7 მილიარდი (2010)
საქონლის იმპორტი ტექნიკა, ქიმიკატები, სატრანსპორტო მოწყობილობა, ენერგოპროდუქტები, მინერალური და ფერადი ლითონები, ქსოვილები და ტანსაცმელი, საკვები, სასმელი, თამბაქო
სავაჭრო პარტნიორები გერმანია 16.68%, საფრანგეთი 8.82%, ჩინეთი 6.53%, ჰოლანდია 5.63%, ესპანეთი 4.3%, რუსეთი 4.12%, ბელგია 4.08% (2009)
სახელმწიფოს შიდა ვალი $405.1 მილიარდი (31 დეკემბერი 2010)
საზოგადოებრივი ფინანსები
სახელმწიფო ვალი $2.223 ტრილიონი (30 ივნისი 2010)
შემოსავლები $960.1 მილიარდი (2009)
გასავლები $1.068 მილიარდი (2009)
ეკონომიკური დახმარება დონორები: $2.48 მილიარდი, მშპ-ს 0.15% (2004)
All values, unless otherwise stated, are in აშშ დოლარები

იტალია — მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრალური ქვეყანაა. მშპ-ს საერთო მოცულობით იგი ევროპაში მეოთხეა, ხოლო მსოფლიოში შედის პირველ ათეულში. განვითარებული ქვეყნების ფონზე აქ ძლიერია სახელმწიფო სექტორი (მრეწველობის 50% და საბანკო საქმიანობის 70% სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება). გასული საუკუნის ბოლოს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში დაიწყო მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლის მიზანი არის კერძო სექტორის გაძლიერება. ეკონომიკაში წამყვანია მომსახურების სფერო და მრეწველობა , მნიშვნელოვანია ასევე აგრობიზნესის როლი. მრეწველობა კონცენტრაციის მაღალი დონით გამოირჩევა. მისი ძირითადი პოტენციალი თავს იყრის „სამრეწველო სამკუთხედში“ მილანი - ტურინი - გენუა. ძლიერია მცირე და საშუალო საწარმოების როლი.

  • იტალიის ეროვნული ვალუტაა ევრო.

მრეწველობა[რედაქტირება]

შავი მეტალურგიის წარმოებით იტალია უდიდესია ევროპაში გერმანიის შემდეგ. დარგი ვითარდება შემოტანილ ნელეულზე. სრული ციკლის საწარმოებია გენუაში, ნეაპოლსა და ტარანტოში. მძლავრია ელექტროტექნიკა და ელექტროტექნიკური ინდუსტრია. დარგის ლიდერია „ოლივეტი“, რომლის უდიდესი საწარმოც მოქმედებს ივრეაში. ცნობილია პერსონალური კომპიუტერების წარმოებით. ქიმიური კომპლექსების დარგები ძირითადად განვითარდა ჩრდილოეთ იტალიაში. ამ დარგში გაბატონებული პოზიციები უკავია „მონტედისონს“.

ენერგეტიკა ვითარდება შემოტანილ ნედლეულზე. ელექტროენერგიის უდიდეს ნაწილს იძლევა თბოელექტროსადგურები. ჰიდროელექტროსადგურები მოქმედებენ ქვეყნის ჩრდილოეთში, ალპებში. ნავთობგადამამუშავებელი ინდუსტრია ერთერთი უდიდესია ევროპაში.

მანქანათმშენებლობის დარგებიდან გმოირჩევა მსუბუქი ავტომობილების წარმოება, აქ ლიდერია „ფიატი“. ცენტრებია: ტურინი, ბოლონია, ნეაპოლი. ცნობილია ასევე „ფერარი“ და „ალფა-რომეო“. იტალია ცნობილია მსოფლიოში საფეიქრო მრეწველობისათვის საჭირო მოწყობილობების (მესამე ადგილი მსოფლიოში გერმანიისა და შვეიცარიის შემდეგ), სოფლის მეურნეობის მანქანების და რკინიგზის შემადგენლობების წარმოებით.

იტალია მსუბუქი და კვების მრეწველობის აღიარებული მწარმოებელია. გამოირჩევა ავეჯის (მეორე ადგილი მსოფლიოში), ფეხსაცმლის, ტანსაცმლის წარმოებით. მსუბუქი ინდუსტრია ძირითადად თავს იყრის ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით. საქვეყნოდააა ცნობილი იტალიური მაკარონი, პიცა, ხილის კონსერვები, ღვინო.

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება]

ვენახები ბოლცანოში

სოფლის მეურნეობაში ჭარბობს მემცენარეობა. მარცვლეული კულტურები (ხორბალი, სიმინდი) ძირითადად მოჰყავთ პადანის ვაკეზე და ემილია-რომანიაში. მეხილეობისა და მებაღეობის გავრცელების უდიდესი რაიონია ემილია-რომანია, ციტრუსების — სიცილია. ციტრუსების და ზეთისხილის მოყვანით იტალია ჩამორჩება მხოლოდ ესპანეთს. მევენახეობის უდიდესი რაიონებია ჩრდილოეთ იტალია, ცენტრალური იტალია, ტოსკანა და ემილია-რომანია.

მეცხოველეობა მეორე ხარისხოვანი დარგია, სარძევე მიმართულებით მესაქონლეობა ვითარდება ჩრდილოეთ იტალიაში.

ტრანსპორტი[რედაქტირება]

ქვეყანა უზრუნველყოფილია თითქმის ყველა სახის ტრანსპორტით. საავტომობილო ტრანსპორტის განვითარებით იტალია ერთერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა ევროპაში. განვითარებულია სარკინიგზო ტრანსპორტიც. უდიდესი ნავსადგურებია: გენუა, ნეაპოლი, ტარანტო. იტალიის საჰაერო ჭიშკარია რომის ლეონარდო და ვინჩის აეროპორტი

ტურიზმი[რედაქტირება]

ტურისტული ინდუსტრია ქვეყნის ერთერთი უმსხვილესი დარგია. ყოველწლიურად იტალიას 50 მილიონი უცხოელი სტუმრობს. ბუნებრივი პირობები (განსაკუთრებით კლიმატური პირობები და ალპები), ისტორიულ--არქიტექტურული მემკვიდრეობა და მოსახურების მაღალი დონე იტალიას საერთაშორისო ტურიზმის ერთერთ უმსხვილეს ცენტრად აქცევს.

ბანკები[რედაქტირება]

კომერციული ბანკი მილანში

იტალიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საბანკო-საფინანსო საქმიანობას.

ათი უმსხვილესი ბანკი იტალიაში:

რიგი კომპანია ბაზრის კაპიტალიზაცია (€)
1 UniCredit 81.39 მი­ლი­არ­დი
2 Intesa Sanpaolo 69.2 მი­ლი­არ­დი
3 Mediobanca 12.38 მი­ლი­არ­დი
4 UBI Banca 11.5 მი­ლი­არ­დი
5 Banco Popolare 11.34 მი­ლი­არ­დი
6 Monte dei Paschi di Siena 11.32 მი­ლი­არ­დი
7 Banca CR Firenze 5.3 მი­ლი­არ­დი
8 Banca Popolare di Milano 4.3 მი­ლი­არ­დი
9 Banca Carige 3.9 მი­ლი­არ­დი
10 Credito Emiliano 2.8 მი­ლი­არ­დი

მშპ რეგიონების მიხედვით[რედაქტირება]

მთლიანი შიდა პროდუქტი იტალიაში (2008)
რეგიონი მილ. € € ერთ სულ მოსახლეზე.
აბრუცი &&&&&&&&&&028725.&&&&&028,725 &&&&&&&&&&021600.&&&&&021,600
ვალე-დ-აოსტა &&&&&&&&&&&03883.&&&&&03,883 &&&&&&&&&&030600.&&&&&030,600
აპულია &&&&&&&&&&069545.&&&&&069,545 &&&&&&&&&&017100.&&&&&017,100
ბაზილიკატა &&&&&&&&&&011408.&&&&&011,408 &&&&&&&&&&019300.&&&&&019,300
კალაბრია &&&&&&&&&&033264.&&&&&033,264 &&&&&&&&&&016600.&&&&&016,600
კამპანია &&&&&&&&&&096321.&&&&&096,321 &&&&&&&&&&016600.&&&&&016,600
ემილია-რომანია &&&&&&&&&0138675.&&&&&0138,675 &&&&&&&&&&032200.&&&&&032,200
ფრიული-ვენეცია-ჯულია &&&&&&&&&&036178.&&&&&036,178 &&&&&&&&&&029500.&&&&&029,500
ლაციო &&&&&&&&&0174116.&&&&&0174,116 &&&&&&&&&&031100.&&&&&031,100
ლიგურია &&&&&&&&&&044131.&&&&&044,131 &&&&&&&&&&027400.&&&&&027,400
ლომბარდია &&&&&&&&&0328222.&&&&&0328,222 &&&&&&&&&&033900.&&&&&033,900
მარკე &&&&&&&&&&041680.&&&&&041,680 &&&&&&&&&&026700.&&&&&026,700
მოლიზე &&&&&&&&&&&06508.&&&&&06,508 &&&&&&&&&&020300.&&&&&020,300
პიემონტი &&&&&&&&&0127014.&&&&&0127,014 &&&&&&&&&&028800.&&&&&028,800
სარდინია &&&&&&&&&&033183.&&&&&033,183 &&&&&&&&&&019900.&&&&&019,900
სიცილია &&&&&&&&&&084538.&&&&&084,538 &&&&&&&&&&016800.&&&&&016,800
ტოსკანა &&&&&&&&&0106063.&&&&&0106,063 &&&&&&&&&&028700.&&&&&028,700
ტრენტინო-ალტო-ადიჯე &&&&&&&&&&033162.&&&&&033,162 &&&&&&&&&&032800.&&&&&032,800
უმბრია &&&&&&&&&&021852.&&&&&021,852 &&&&&&&&&&024600.&&&&&024,600
ვენეტო &&&&&&&&&0149385.&&&&&0149,385 &&&&&&&&&&030700.&&&&&030,700


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]