ისრაელის ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალმასების გაცვლის რაიონი რამათ-განში

ისრაელის ეკონომიკა განვითარებული თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაა.[1][2][3][4] ქვეყნის სიმდიდრე ისრაელს კეთილდღეობის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესაძლებლლობას აძლევს, ძლიერი თანამედრო სამხედრო ქვეყანაა და მაღალი ტექნოლოგიების სექტორი სილიკონის ველს უწევს კონკურენციას.[1] მსოფლიო ბანკის მონაცემებით ისრაელი 35-ე ადგილზეა „ბიზნესის მარტივად კეთების“ ინდექსის მიხედვით. ისრაელი მესამე ადგილზეა კომპანიების რაოდენობის მიხედვით (აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ).[5] ამერიკულმა კომპანიებმა, როგორებიცაა Intel,[6] Microsoft[7] და Apple,[8][9] თავიანთი ზღვისგადაღმა კვლევითი დაწესებულებები პირველად ისრაელში დააფუძნეს. ისრაელში კვლევითი ცენტრები აქვთ მაღალტექნოლოგიურ მრავალეროვნულ კორპორაციებს, როგორებიც არიან: IBM, Google, Hewlett-Packard, Cisco Systems, Facebook და Motorola.[10]

ისრაელის ეკონომიკის წამყვანი სექტორები მაღალგანვითარებული ტექნოლოგიები და მრეწველობაა. ისრაელის ალმასების მრეწველობის დარგი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. ისრაელის ალმასების დამამუშავებელ ცენტრებზე მსოფლიო ექსპორტის 23.2% მოდის.[11] ქვეყანა ბუნებრივი რესურსებით ღარიბია, რის გამოც ნავთობის, ნედლეულის, დაუმუშავებელი ალმასების და სხვ. მასალების იმპორტზეა დამოკიდებული. ისრაელი მთლიანად იმპორტირებულ ენერგიაზეა დამოკიდებული, თუმცა ქვეყნის სანაპიროზე ბუნებრივი აირის რეზერვების აღმოჩენისა და მზის ენერგიის მრეწველობის განვითარების შედეგად, ენერგიის ეს სექტორები მნიშვნელოვნად ვითარდება.[12]

2010 წლის სექტემბერში ისრაელი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში მიიწვიეს.[13] ისრაელს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები აქვს დადებული ევროპის კავშირთან, აშშ-სთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, თურქეთთან, მექსიკასთან, კანადასთან, უკრაინასთან, იორდანიასა და ეგვიპტესთან. 2007 წლის 18 დეკემბერს ისრაელი პირველი არალათინოამერიკული სახელმწიფო გახდა, რომელმაც მერკოსურის სავაჭრო ბლოკთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმა.[14]

ისრაელი მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილია, განსაკუთრებით ებრაული წარმოშობის ადამიანებისთვის. 2019 წელს ქვეყანას 4.55 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწცია (2 ისრაელელზე 1 ტურისტი).[15][16]

სექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობა წამყვანი დარგია ისრაელის კიბუცებისთვის

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წელს ისრაელის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.4% სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა. მთლიანი სამუშაო ძალის (2.7 მილიონი ადამიანი) 2.6% სოფლის-მეურნეობის წარმმოებაში, ხოლო 6.3% სოფლის მეურნეობის მომსახურების სფეროშია დასაქმებული.[17] მართალია ისრაელში მარცვლეულის დიდი ნაწილი იმპორტირებულია (ადგილობრივი მოხმარების დაახლოებით 80%), თუმცა სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების მხრივ ისრაელი მეტწილად აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნას. საუკუნეების მანძილზე ისრაელელ ფერმერებს სხვადასხვა სახის ციტრუსი მოჰყავდათ, მათ შორის: გრეიპფრუტი, ფორთოხალი და ლიმონი. ისრაელის მთავარი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო საქონელი სწორედ ციტრუსია. ამასთან ისრაელი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა სათბურებში მოყვანილი პროდუქციის ექსპორტის მხრივ. ექსპორტზე გააქვთ ყვავილები და ბამბეული. ყოველწლიურად ისრაელის 1.3 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი გააქვს ექსპორტზე.[18]

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისრაელის შემოსავლების ერთ-ერთი მთავარი წყარო ტურიზმია. 2019 წელს ქვეყანას 4.55 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც 2016 წელთან შედარებით 25%-ით მეტი იყო და ისრაელის ეკონომიკას 20 მილიარდი ახალი შეკელი შემატა.[19][20][21][22] ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა მასადაა.[23]

საგარეო ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისრაელის ექსპორტის რუკა 2016 წლისთვის

2016 წელს ისრაელის მიერ ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 55.8 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა..[24] იმავე წელს იმპორტირებული საქონლის ღირებულება 61.9 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.[25] 2017 წელს ექსპორტირებული საქონლისა და მომსახურების ღირებულება 102.3 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტირებული საქონლის ღირებულება 96.7 მილიარდი $ იყო.[26] ისრაელს ჩვეულებრივ მცირე სავაჭრო დეფიციტი აქვს. იმპორიტრებულ საქონელში ნედლეული, ნედლი ნავთობი და სამომხმარებლო საქონელი ჭარბობს. საექსპორტო საქონელში მაღალხარისხიანი საქონელი ჭარობს, როგორებიცაა: ელექტრონიკის კომპონენტები, მაღალი ტექნოლოგიის მასალები, ხელსაწყოები და მანქანა-დანადგარები, დამუშავებული ალმასები, გადამუშავებული ნავთობქიმიკატები და მედიკამენტები. მომსახურების სექტორში ისრაელს უმეტესწილად ნამატი აქვს, რაც ტურიზმისა და მომსახურების სექტორის, განსაკუთრებით პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების, საინჟინრო მომსახურებისა და ბიოსამედიცინო და სამეცნიერო კვლევითი და განვითარების მრეწველობებითაა განპირობებული. ჯამში საგარეო ვაჭრობის მაჩვნებელი დადებითია და 2017 წელს მიმდინარე ანგარიშებზე მნიშვნელოვანი ნამატი შეადგინა.[27]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა ისრაელში

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ისრაელს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის ე-20 ადგილი ეკავა. ქვეყანამ 2019 წლის ანგარიშშიც მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის მე-20 ადგილი დაიკავა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 41 644.1 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.25%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 3.4%-ს უტოლდება. უმუშევრობის დონე 3.4%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.7, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 3.7%-ია. ისრაელში ჯინის კოეფიციენტი 38.9-ის ტოლია.

ინსტიტუტების მაჩვენებლებით ისრაელი 27-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 42-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 42-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 35-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 35-ე, გამჭვირვალობით ― 32-ე, საკუთრების უფლებებით ― 29-ე, კორპორატიული მმართველობით ― მე-10, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 59-ე,

ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით ისრაელს მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 23-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― 26-ე, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― მე-13. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით ისრაელი 45-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად ძალიან სტაბილურია და სხვა 32 სახელმწიფოსთან ერთად პირველ ადგილს იკავებს: ინფლაციის დონე 0.5%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 100-ს უტოლდება.

სასაქონლო ბაზრის მიხედვით ისრაელი 32-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 44-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― მე-17-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― მე-18 ადგილზე: მოქნილობის ინდექსით 50-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― მე-9-ს.

ისრაელში კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (23-ე ადგილი): სიღრმით 25-ე, ხოლო სტაბილურობით მე-18 ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 56-ე ადგილს იკავებს. ისრაელში ძალიან კარგადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (მე-4 ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 29-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით საუკეთესოა მსოფლიოში.[28]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამატებითი საკითხავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Argov, Eyal. "The Development of Education in Israel and its Contribution to Long-Term Growth" (No. 2016.15. Bank of Israel, 2016) online დაარქივებული 2022-12-17 საიტზე Wayback Machine. .
  • Shalev, Michael. Labour and the Political Economy in Israel. Oxford: Oxford University Press, 1992.
  • Ben-Porath, Yoram ed. The Israeli Economy: Maturing through Crises. Cambridge, Massachusetts: Harvard University Press, 1986.
  • Chill, Dan. The Arab Boycott of Israel: Economic Aggression and World Reaction. New York: Praeger, 1976.
  • Kanovsky, Eliyahu. The Economy of the Israeli Kibbutz. Cambridge, MA: Harvard University Press, 1966.
  • Klein, Michael. A Gemara of the Israel Economy. Cambridge, MA: National Bureau of Economic Research, 2005.
  • Michaely, Michael. Foreign Trade Regimes and Economic Development: Israel. New York: National Bureau of Economic Research, 1975.
  • Ram, Uri (2008). The Globalization of Israel: McWorld in Tel Aviv, Jihad in Jerusalem. New York: Routledge. ISBN 978-0-415-95304-7. 
  • Seliktar, Ofira (2000), „The Changing Political Economy of Israel: From Agricultural Pioneers to the "Silicon Valley" of the Middle East“, Freedman, Robert, Israel's First Fifty Years, Gainesville, Florida: University of Florida Press, pp. 197–218.
  • Senor, Dan and Singer, Saul, Start-up Nation: The Story of Israel's Economic Miracle, Hachette, New York (2009) ISBN 0-446-54146-X
  • Rubner, Alex. The Economy of Israel: A Critical Account of the First Ten Years. New York: Frederick A Praeger, 1960.
  • Aharoni, Sara; Aharoni, Meir (2005), Industry & Economy in Israel, Israel books, http://www.israelbooks.com/bookDetails.asp?book=489 დაარქივებული 2006-12-12 საიტზე Wayback Machine. .
  • Maman, Daniel and Rosenhek, Zeev. The Israeli Central Bank: Political Economy: Global Logics & Local Actors. Routledge, 2011.
  • The Global Political Economy of Israel

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Chua, Amy (2003). World On Fire. Knopf Doubleday Publishing, გვ. 219–220. ISBN 978-0385721868. 
  2. Country Rankings: World & Global Economy Rankings on Economic Freedom. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მაისი 2020. ციტირების თარიღი: 29 October 2019
  3. Country Rankings: World & Global Economy Rankings on Economic Freedom. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მაისი 2020. ციტირების თარიღი: 29 October 2019
  4. Israel's shift towards a knowledge-based economy.
  5. Richard Behar (11 May 2016). „Inside Israel's Secret Startup Machine“. Forbes. ციტირების თარიღი: 30 October 2016.
  6. Krawitz, Avi (27 February 2007). „Intel to expand Jerusalem R&D“. The Jerusalem Post. ციტირების თარიღი: 20 March 2012.
  7. Microsoft Israel R&D center: Leadership. Microsoft. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი 2012. ციტატა: „Avi returned to Israel in 1991, and established the first Microsoft R&D Center outside the US ...“ ციტირების თარიღი: 19 March 2012
  8. Shelach, Shmulik (14 December 2011). „Apple to set up Israel development center“. Globes. ციტირების თარიღი: 10 February 2013.
  9. Shelach, Shmulik (10 February 2013). „Apple opens Ra'anana development center“. Globes. ციტირების თარიღი: 10 February 2013.
  10. „Berkshire Announces Acquisition“. The New York Times. 6 May 2006. ციტირების თარიღი: 15 May 2010.
  11. OEC - Israel (ISR) Exports, Imports, and Trade Partners. ციტირების თარიღი: 19 January 2019
  12. Asa-El, Amotz (27 January 2009). „Gas discovery tempers Israeli recession blues“. MarketWatch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 January 2013. ციტირების თარიღი: 17 October 2012.
  13. Israel's accession to the OECD. Organisation for Economic Co-operation and Development. ციტირების თარიღი: 15 October 2012
  14. Israel signs free trade agreement with Mercosur. Israel Ministry of Foreign Affairs (19 December 2007). ციტირების თარიღი: 15 October 2012
  15. Israel welcomes record-breaking 4.55 million tourists in 2019. ციტირების თარიღი: 19 February 2021
  16. Israel Welcomes Record 4.55 Million Tourists In 2019, Says Ministry (29 December 2019). ციტირების თარიღი: 19 February 2021
  17. Agriculture in Israel – Facts and Figures 2008 – Israeli ministry of Agriculture Presentation დაარქივებული 9 August 2009 საიტზე Wayback Machine. . Moag.gov.il. Retrieved on 8 September 2011.
  18. „Israeli Agro-Technology“. Jewish Virtual Library. ციტირების თარიღი: 27 March 2013.
  19. Yan. (3 January 2018) Israel sees record 3.6 mln inbound tourists in 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი 2019. ციტირების თარიღი: 2 ნოემბერი 2022.
  20. Amir, Rebecca Stadlen. (3 January 2018) Israel sets new record with 3.6 million tourists in 2017.
  21. Raz-Chaimovich, Michal (27 December 2017). „Record 3.6m tourists visit Israel in 2017“. Globes.
  22. Israel Sees Record 3.6 Million Tourists in 2017 (4 January 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 2 ნოემბერი 2022.
  23. Timor, Ilai (8 April 2009). „Masada tourists' favorite spot in Israel“. Ynetnews. ციტირების თარიღი: 8 April 2009.
  24. OEC - Products exported by Israel (2016). Atlas.media.mit.edu. ციტირების თარიღი: 12 March 2018
  25. OEC - Products imported by Israel (2016). Atlas.media.mit.edu. ციტირების თარიღი: 12 March 2018
  26. הלשכה המרכזית לסטטיסטיקה - cbs.gov.il.
  27. Israel Country Profile. CIA World Factbook. ციტირების თარიღი: 3 March 2018
  28. Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 294-297.