სირიის ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალ-შარქის ბანკი და ლურჯი კოშკის სასტუმრო დამასკოში

სირიის ეკონომიკური სიტუაცია 2011 წლის მარტში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ გაუარესდა და არასტაბილურია. [1][2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ სულ მოსახლეზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის განვითარება სირიაში 1820 წლიდან

დამოუკიდებლობის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1946 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სირიის ეკონომიკაში ფართო სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა.[3] მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს სირია მოკავშირეთა მხარეს იყო და მოკავშირეები მისთვის სოფლის მეურნეობის, ტექსტილისა და სხვა ადგილობრივი სამრეწველო საქონლის ბაზრებს უზრუნველყოფდნენ, სირია ინფრასტრუქტურისა და რესურსების ნაკლებობასაც განიცდიდა, რაც ეკონომიკის აყვავებას ხელს უშლიდა.[3] სოფლის მეურნეობა ეკონომიკის წამყვანი დარგი იყო და სამრეწველო გაფართოების მასშტაბებსა და ტემპს განსაზღვრავდა, რადგანაც მსხვილი მიწათმფლობელები სასოფლო-სამეურნეო ექსპორტიდან მიღებულ სარგებელს აგრო-სამრეწველო და მასთან დაკავშირებულ ურბანულ საწარმოებში აბანდებდნენ. 1958-1961 წლებში სირიის ეგვიპტესთან შეერთებისა და ბაასის პარტიის აღმავლობის შემდეგ, რის შემდეგაც 1960-იან წლებში პარტია ქვეყნის მთავარი პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა, სირიის ეკონომიკური ორიენტაცია და განვითარების სტრატეგია მნიშვნელოვნად შეიცვალა.[3]

1960-1970-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960-იანი წლების შუა ხანებში მთავრობამ მიწის რეფორმა და მთავარი საწარმოების ნაციონალიზაცია დაიწყო. და უცხოური ინვესტიციები სირიის ეკონომიკური პოლიტიკის ახალი სოციალისტური მიმართულების შესაბამისად ხორციელდებოდა.[3] სახელმწიფომ ცენტრალიზებული დაგეგმვის სისტემის შემოღებითა და მკაცრი მარეგულირებელი კომერციული ტრანზაქციების მეშვეობით ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების პროცესზე კონტროლი დაამყარა, რასაც კვალიფიციური მუშახელის, ადმინისტრატორებისა და კაპიტალის მნიშვნელოვანი დანაკლისი მოჰყვა. მიუხედავად პოლიტიკური კონფლიქტებისა, რაც მიწათმფლობელების, ვაჭრებისა და მეწრამეების ნდობას ძირს უთხრიდა, სახელმწიფომ წარმატებით დანერგა ფართომასშტაბიანი პროექტები მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.[3]

2011-დღემდე: სირიის სამოქალაქო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ სირიის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა მასიურმა ეკონომიკურმა სანქციებმა, რის შემდეგაც ვაჭრობა შეიზღუდა არაბული ქვეყნების ლიგასთან, ავსტრალიასთან, კანადასთან, ევროპის კავშირთან (ისევე, როგორც ევროპის სხვა სახელმწიფოებთან: ალბანეთთან, ისლანდიასთან, ლიხტენშტაინთან, მოლდოვასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ნორვეგიასთან, სერბეთთან და შვეიცარიასთან)[4], საქართველოსთან,[5] იაპონიასთან,[6] სამხრეთ კორეასთან,[7] ტაივანთან,[8] თურქეთთან[9] და აშშ-სთან.[10] 2020 წლის ივნისში აშშ-ის მიერ სირიის სამოქალაქო დაცვის აქტის ამოქმედების შემდეგ სირიის ეკონომიკის მიმართ სანქციები კიდევ უფრო გაფართოვდა.

სამოქალაქო ომთან დაკავშირებულმა სანქციებმა და დესტრუქციამ სირიის ეკონომიკა გაანადგურა. 2013 წლის ბოლოსთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გამოთვლით სირიის სამოქალაქო ომით გამოწვეული ჯამური ეკონომიკური ზარალი 143 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდება. 2018 წელს მსოფლიო ბანკის გამოთვლით სირიის საცხოვრებლების 1/3 და ჯანდაცვისა და განათლების დაწესებულებათა ნახევარი კონფლიქტის შედეგად განადგურდა. მსოფლიო ბანკის გამოთვლით, 2011 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში კონფლიქტის გამო მთლიანი შიდა პროდუქტის დანაკარგი 226 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.[11]

სირიის ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწევს კონფლიქტთან დაკავშირებული ჰიპერინფლაცია. სირიის ყოველწლიური ინფლაციის დონე ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოს მასშტაბით.

საგარეო ვაჭრობა და ინვესტიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სირიის ექსპორტი 2006 წლისთვის

კომერციული საქმიანობა სირიის ეკონომიკისთვის ყოველთვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა,[12] რასაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სავაჭრო მარშრუტზე ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა უწყობდა ხელს. სირიის ქალაქებში განვითარებული იყო როგორიცაა ტრადიციული მრეწველობა, მათ შორის ტექსტილის წარმოება და მშრალი ხილის დამზადება, ისე თანამედროვე მძიმე მრეწველობა. 1960-იან წლებში მიღებული პოლიტიკის გამო 1980-იანი წლების ბოლომდე სირია უარს ამბობდა გლობალურ ეკონომიკასთან მიერთებაზე. 2001 წლის ბოლოს სირიამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას გაწევრიანების თხოვნით მიმართა. სირია ვაჭრობისა და ტარიფების გენერალური შეთანხმების ხელმომწერი იყო, თუმცა 1951 წელს ისრაელის გაწევრიანების შემდეგ შეთანხმებას ჩამოშორდა. 2007 წელს სირიამ ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, რითაც ორივე მხარე 2010 წლამდე თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების წახალისებას უჭერს მხარს.

სირიის იმპორტის დიდი ნაწილი მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მანქანა-დანადგარების ნედლეულზე მოდის. მთავარ საექსპორტო პროდუქტებს შორისაა: ნედლი ნავთობი, გადამუშავებული პროდუქტები, ბამბა, ტანსაცმელი, ხილი და მარცვლეული.

ეკონომიკის სექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზეთისხილის წარაფები დასავლეთ სირიაში

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სირიის ეკონომიკური განვითარების გეგმებში სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულია. მთავრობა სურსათის თვითკმარობის მიღწევას, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების გაზრდასა და სოფლიდან მიგრაციის შეჩერებას ცდილობს.[13] სირიის სამოქალაქო ომამადე კაპიტალის ინვესტირების, ინფრასტრუქტურული განვითარების, სუბსიდირებისა და ფასების მხარდაჭერის წყალობით სირია საერთო ჯამში სოფლის მეურნეობის იმპორიდან ბამბის, ხილის, ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტების ექსპორტიორად იქცა. ქვეყნის ექსპორტის ზრდას მთავრობის მხრიდან ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში დიდ საირიგაციო სისტემებში ინვესტიციების დაბანდებამ შეუწყო ხელი.[14] 2009 წელს სოფლის მეურნეობის სექტორში სამუშაო ძალის 17% იყო დასაქმებული და ამ სექტორზე მთლიანი შიდა პროდუქტის 21% მოდიოდა.[15][16]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. CIA World Fact Book – Syria's Economy. Cia.gov.
  2. „Syria: The story of the conflict“. BBC News (ინგლისური). 2016-03-11. ციტირების თარიღი: 2021-07-26.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Boris, Rhonda E. (1988). „The Economy“. In Collelo, Thomas (ed.). Syria: a country study. Washington, D.C.: Federal Research Division, Library of Congress. pp. 107–110. OCLC 44250830.
  4. „Swiss broaden sanctions against Syria“. Reuters. 14 August 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 September 2015. ციტირების თარიღი: 24 August 2012.
  5. Georgia joins EU sanctions against Syria. Georgia Times (8 August 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 24 August 2012
  6. Japan Imposes New Sanctions on Syria. RTT (6 July 2012). ციტირების თარიღი: 25 August 2012
  7. South Korea Sanctions Taiwanese, Syrian Firms For Weapons Trade with the North (26 June 2015). ციტირების თარიღი: 30 August 2018
  8. Taiwan supports sanctions against Syria for chemical attacks: MOFA – Politics – FOCUS TAIWAN – CNA ENGLISH NEWS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 30 August 2018
  9. „Turkey Moves to Intensify Sanctions Against Syria“. New York Times. 30 November 2011. ციტირების თარიღი: 24 August 2012.
  10. U.s. trade and financial sanctions against syria. whitehouse.gov (29 April 2011). ციტირების თარიღი: 24 August 2012
  11. Syria: Overview. World Bank. ციტირების თარიღი: 25 October 2018
  12. Policies for business in the Mediterranean Countries. Centre for Administrative Innovation in the Euro-Mediterranean Region. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 თებერვალი 2019. ციტირების თარიღი: 5 November 2021
  13. „Country Profile: Syria, April 2005“ (PDF). Library of Congress – Federal Research Division. pp. 9–10.
  14. Syria (08/04) . US State Department.
  15. The World Bank DataBank | Explore . Create . Share. Databank.worldbank.org.
  16. The World Factbook. Cia.gov.