მაისი, 2005

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

2005 წლის მოვლენები:

იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი


საქართველო[რედაქტირება]

NinoB.jpg
  • 5 მაისი - პარლამენტის თავმჯდომარე იმერეთს სტუმრობდა, ხოლო პრემიერ-მინისტრი სამცხე-ჯავახეთს. ისინი შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოსახლეობას.
  • 6 მაისი:
  • 7 მაისი - ფილარმონიაში პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მორიგი ყრილობა გაიმართა. ამ მოძრაობის ლიდერია კონსტანტინე გამსახურდია.
  • 8 მაისი - წინანდალში კახეთისა და პოლონეთის კარპატისპირეთის რეგიონების ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა. მხარეებს შორის მეგობრული ურთიერთობები უკვე 5 წელია არსებობს.
  • 9 მაისი:
    • თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. მას თან ახლავს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და სხვა მაღალჩინოსანი პირები, მრავალრიცხოვანი დელეგაცია.
    • ჯ.ბუში თანმხლებ პირებთან ერთად აბანოთუბანში მის პატივსაცემად გამართულ კონცერტს დაესწრო.
    • შიდა ქართლის სამხარეო პოლიციამ კონფლიქტის ზონის სოფელ მეღვრეკისიდან გატაცებული დავით ბერუაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა.
    • საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები თბილისში, გამარჯვების პარკში შეხვდნენ მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეებს.
George-W-Bush.jpeg
  • 10 მაისი:
    • საქართველოს პარლამენტში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშისა და საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრა.
    • საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ბრიფინგი გამართეს ჟურნალისტებისათვის.
    • თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათეულ ათასობით მოქალაქეს სიტყვით მიმართეს მ.სააკაშვილმა და ჯ.ბუშმა.
    • აშშ-ს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს გადაეცა წმინდა გიორგის სახელობის ორდენი. იგი ამ ორდენის პირველი კავალერია.
    • ჯ.ბუშის ვიზიტთან დაკავშირებით რესპუბლიკის მოედანზე “საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ” აქცია გამართა.
  • 11 მაისი - გამოცხადდა ღია კონკურსი ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასაკომპლექტებლად.
  • 12 მაისი - სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვით აღინიშნა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე.
  • 14 მაისი - საქართველოში აღინიშნა კეთილმორწმუნე თამარ მეფის ხსენების დღე
  • 16 მაისი:
    • ძალაში შევიდა პარლამენტის დადგენილება რუსული ბაზების გასვლის რეჟიმის ამოქმედების შესახებ.
    • თბილისის ახალ აეროვაგზალს კომპანია “ჩელები” ააშენებს. ამის შესახებ განაცხადა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა.
  • 18 მაისი - საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიას" ტერიტორიაზე გაიხსნა მშენებლობის, არქიტექტურის, დიზაინისა და რეკონსტრუქციის მე-10 საერთაშორისო სპეციალური გამოფენა.

უცხოეთი[რედაქტირება]

Tony Blair in 2002.png
  • 5 მაისი:
  • 6 მაისი - დაღესტნის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტების შედეგად 2 მილიციელი და ტაქსის მძღოლი დაშავდა.
  • 7 მაისი:
  • 8 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების 60 წლის იუბილე აღნიშნეს დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში.
  • 9 მაისი - მოსკოვის წითელ მოედანზე ფაშიზმზე გამარჯვების 60 წლისთავის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც უცხოეთის ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურები დაესწრნენ.
  • 10 მაისი - მოსკოვში გაიხსნა რუსეთ-ევროკავშირის სამიტი.
  • 11 მაისი:
    • ისრაელმა აღნიშნა ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნის დღე. ისრაელის ტერიტორიული მთლიანობისთვის 1948 წლიდან დღემდე 20 ათასამდე მებრძოლია დაღუპული.
    • კანში გაიხსნა 58-ე საერთაშორისო კინოფესტივალი.
  • 12 მაისი - 15 ადამიანი დაიღუპა და 60–ზე მეტი დაშავდა ბაღდადში ტერაქტისას. ტერაქტები მოხდა ერაყის სხვა ქალაქებშიც.
  • 13 მაისი:
    • ვატიკანმა დაიწყო იოანე პავლე მეორეს კანონიზაციის პროცესი.
    • უზბეკეთში ქალაქ ანდიჟანში მომხდარ მასობრივ არეულობებს 10 ადამიანი ემსხვერპლა, 40–ზე მეტი მძიმედაა დაშავებული, დარბეულია სავაჭრო ცენტრები და სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობები.
  • 14 მაისი - სოფელ ივანოვოსთან ჩატარებულ სპეცოპერაციას ჩეჩნეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვახა არსანოვი შეეწირა
  • 16 მაისი:
    • ვარშავაში დაიწყო ევროპის საბჭოს სამიტი, სადაც ევროპის 46 ქვეყნის ლიდერი ევროპულ ფასეულობებზე და ღირებულებებზე, აგრეთვე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე იმსჯელებენ.
    • უზბეკეთში პრეზიდენტ კარიმოვის რეჟიმის წინააღმდეგ, ანდიჟანის შემდეგ, კიდევ ორი ქალაქი ფახთა-აბადი და ყარასუუ აჯანყდა.
  • 17 მაისი - ჩრდილოეთ ოსეთში გახმაურებული სასამართლო პროცესი დაიწყო - უმაღლესი სასამართლოს წინაშე ბესლანის ტერაქტის მონაწილე ნურფაშა კულაევი წარსდგება, რომელსაც ბრალს ტერორიზმის მუხლით წაუყენებენ.


გარდაიცვალნენ[რედაქტირება]


ვიკიპედიის სიახლენი[რედაქტირება]

  • 8 მაისი - ქართულ ვიკიპედიაში 1000 სტატიაა. ამ მაჩვენებლით იგი გახდა ე.წ. ათასიანთა კლუბის წევრი, რომელშიც დღეისათვის უკვე 65 სხვადასხვა ენოვანი ვიკიპედია შედის.
  • 14 მაისი - ქართულ ვიკიპედიაში 1200 სტატიაა.