არქიმანდრიტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არქიმანდრიტი (ბერძნ. archimandrites — „ფარეხის გამგე“, გადატ. „ქრისტეს სამწყსოს“ გამგებელი) — საეკლესიო წოდება. არქიმანდრიტის თანამდებობა შემოიღეს ბიზანტიაში, V საუკუნეში. არქიმანდრიტი თავდაპირველად ეწოდებოდა ეპისკოსის მიერ ეპარქიის იღუმენთაგან არჩეულ მოხელეს, რომელსაც ევალებოდა ეპარქიის მონასტრების ზედამხედველობა. მოგვიანებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მონასტრებზე ზედამხედველობა სპეციალურ მოხელეს — დიდ საკელარს — დაეკისრა, არქიმანდრიტობა საპატიო ტიტულად იქცა და მას ანიჭებდნენ ეპარქიის დიდმნიშვნელოვანი მონასტრების იღემენებს. რუსეთში არქიმანდრიტობა შემოვიდა XII- XIII საუკუნეებში.

საქართველოში არქიმანდრიტობა გავრცელებული სამონასტრო თანამდებობა იყო. არქიმანდრიტს ევალებოდა საეპისკოპოსოში შემავალი მონასტრების ზედამხდევლობა-გამგებლობა. ასე, მაგ., ხანძთის მონასტრი წინამძღვარი გრიგოლ ხანძთელი (759—861) იყო ანჩის საეპისკოპოსოში შემავალი „კლარჯეთის უდაბნოების“ (მონასტრების) არქიმანდრიტი. დაახლოებით XV საუკუნიდან არქიმანდრიტობა ჩვენში საპატიო ტიტულად იქცა. ეს ტიტული მიკუთვნებული ჰქონდა ზოგ ეპისკოპოსს, რომლის ეპარქიაში რამდენიმე მონასტერი შედიოდა და არქიმანდრიტი მათ ზედამხედველ-გამგედ ითვლებოდა. ზოგ ეპისკოპოსს კი არქიმანდრიტობა მიღებული ჰქონდა მხოლოდ ერთი მონასტრის გამგებლობის გამო XVIII საუკუნეში არქიმანდრიტის ტიტული ჰქონდათ ნეკრესისა და ნინოწმინდის ეპისკოპოსებს, რომლებიც თითო მონასტერს განაგებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]