ლეონიდე (კათოლიკოს-პატრიარქი)
| ლეონიდე | ||
|---|---|---|
| სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი | ||
| მისი უწმინდესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ ოქროპირიძე) |
||
| ეკლესია | ქართული მართლმადიდებლური ეკლესია | |
|
|
||
| საერო სახელი | ლონგინოზ ოქროპირიძე | |
| დაიბადა | 1860 |
|
| გარდაიცვალა | 1921 |
|
| რელიგია | ქრისტიანობა | |
ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ ოქროპირიძე) (დ. 1860 ― გ. 1921) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1918-1921 წლებში.
1888 დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია. 1888-1897 წლებში ეწეოდა მისიონერულ მოღვაწეობას. იგი იყო კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი, საქართველოს საეპარქიო სასწავლებელთა საბჭოს წევრი; ზედაზნის, ხირსის , იოანე ნათლისმცემლის მონასტერთა ზედამხედველი; ქართული ბიბლიის გამსწორებელი კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს იმერეთის სინოდის კანტორის წევრი. აქტიურად იბრძოდა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღსადგენად. 1918-იდან გორის, იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი, თბილისის მიტროპოლიტი. მას ეკუთვნის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის საკითხებზე შექმნილი არაერთი ნაშრომი.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 193, თბ., 1983 წელი.
- საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, "ნეკერი", თბ., 2000
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
| წინამორბედი: კირიონ_II |
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1918-1921 |
შემდეგი: ამბროსი |