თეოდორე III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თეოდორე.

თეოდორე III [1]საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1427 და 1429-1435 წლებში. ალექსანდრე I, დიდი დიდის კარის მოძღვარი. აქტიურად მონაწილეობდა თემურლენგის შემოსევების შედეგად გაპარტახებული ქვეყნის ეკონომიკის აღდგენაში: ყიდულობდა ნასოფლარებს, გადამწვარ ადგილებს და ასახლებდა გლეხებს; მცხეთის საპატრიარქოს შეუძინა ვირშის მონასტერი სოფლებიანად, არმაზის ციხე ეკლესიით, სოფლებით და ბაჟის შემოსავლითურთ, ნასოფლარი ქვეში, ჯვრის მონასტერი სოფლებიანად და სხვ. 1434 აქტიური მონაწილეობა მიიღო მტრისაგან მიტაცებული ლორეს დაბრუნებასა და იქ ქართული მიწისმფლობელობის აღდგენაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომინაძე ბ., XV საუკუნის საქართველოს ქრონოლოგიიდან, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966;
  • ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 652.
  • საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, "ნეკერი", თბ., 2000, გვ. 70–71

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქსე-ს მიხედვით თეოდორე II