თბილისის გუბერნია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Coat of Arms of Tiflis governorate (Russian empire).png
რუკა

თბილისის გუბერნია,ტფილისის გუბერნია (რუს. Тифлисская губерния; Тифліская губернія) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთული რუსეთის იმპერიაში. ცენტრი ქ. თბილისი. შეიქმნა 1846 წელს. იყოფოდა თბილისის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჩალოს, გორის, დუშეთის, სიღნაღის, თელავის, თიანეთის მაზრებად და ზაქათალის ოკრუგად. ფართობი 44607 კმ2, მოსახლეობა 1.040943 კაცი. აქედან ქალაქებში (ზაქათალის ოკრუგის გარეშე) ცხოვრობდა 207294 კაცი (XX საუკუნის დასაწყისის მონაცემებით). ეროვნული შემადგენლობა: ქართველები, სომხები, რუსები, აზერბაიჯანელები და სხვა. თავდაპირველად თბილისის გუბერნიაში 8 მაზრა (თბილისის, გორის, სიღნაღის, თელავის, ელიზავეტოპოლის, ერევნის, ნახიჩევნისა და ალექსანდროპოლის) და 3 ოკრუგი (თუშ-ფშავ-ხევსურეთის, მთისა და ოსეთის) იყო გაერთიანებული. თბილისის გუბერნია გაუქმდა 1917 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5-6, თბ., 1970-1972;
  • ცინცაძე ზ., ქსე, ტ. 4, გვ. 605, თბ., 1979