არსენ I (კათოლიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არსენ I

არსენ I, არსენ დიდი (მირიანის ძე; დ. დაახლოებით 820/830 ― გ. 877/887) ― ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი. ხსენების დღე ― ახალი სტილით 8 ოქტომბერი (25 სექტემბერი).

ცნობები მისი ბიორგაფიიდან გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამ“ შემოინახა. არსენ I, სამცხის დიდი ფეოდალი მირიანის ძე, 6 წლისა იყო, როდესაც გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებმა თეოდორემ და ქრისტოფორემ ხანძთის მონასტერში წაიყვანეს. იქ კარგი აღზრდა-განათლება მიიღო. მამამისმა საეკლესიო კრების დაუკითხავად ქართლის კათოლიკოსად დაადგინა. ქართლის ეპისკოპოსებმა მიიმხრეს მამფალი გუარამ დიდი, საეკლესიო კრება მოიწვიეს და „მძლავრობით“ დადგენილი კათოლიკოსის წინააღმდეგ გაილაშქრეს, მაგრამ გრიგოლ ხანძთელს არსენ I-თვის დაუჭერია მხარი და კრებას იგი კათოლიკოსად დაუმტკიცებია.

დოგმატიკური ნაშრომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსენ I-ს მიეწერება პოლემიკური თხზულება „განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა“, რომელიც ეხება ქართველ-სომეხთა სარწმუნოებრივი ურთიერთობასა და განხეთქილების ისტორიას, მიზნად ისახავს „განყოფის“ ისტორიულ-პოლიტიკურ და სარწმუნოებრივ-დოგმატიკურ მიზეზების გარკვევას. ზოგი მკვლევარი ამ თხზულების ავტორად თვლის არსენის სახელით ცნობილ სხვადასხვა მოღვაწეს (VII საუკუნის არსენ კათოლიკოსს, X საუკუნის არსენ II კათოლიკოსს, არსენ იყალთოელს).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]