არსენ III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არსენ III — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XIII საუკუნის 20-30–იან წლებში. იმავდროულად მწიგნობართუხუცესის თანამდებობა ეჭირა. პატრიარქობიდან გადადგა და სიცოცხლის ბოლო წლები შიომღვიმის მონასტერში გაატარა. იგი იხსენიება გრიგოლ სურამელის 1247 ან 1249 წელს შედგენილ მღვიმისადმი „დაწერილში“, როგორც ქართლის „კათალიკოზ-მწიგნობართუხუცეს ყოფილი“ და „მწირობით წმიდასა უდაბნოსა მღუიმისსა შინა მყოფი“. მოიხსენიება ასევე 1270 წლის შიომღვიმეში ხელნაწერ კათოლიკოს-პატრიარქთა სიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. III, თბ., 1970
  • ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, I, თბ., 1984
  • საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, "ნეკერი", თბ., 2000, გვ. 56