აბრაჰამ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბრაჰამ I, აბრამისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1280–1310 წლებში, ადრე მეფის ჯვრისმტვირთველი, პოლიტიკური მოღვაწე. დემეტრე II თავდადებულისა და დავით VIII-ის თანამედროვე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბრაჰამ კათალიკოსის ცხოვრება ვრცლად არის აღწერილი ქართველთ მამათა ცხოვრებაში. როგორც ჩანს სხვადასხვა საეკლესიო წიგნებიდან ის მცირე ხნით იყო კათალიკოსად.

აბრაჰამ I ურდოში თან ახლდა დემეტრე II-ს და ქვეყნისათვის წამებული მეფის ცხედარი მალულად საქართველოში ჩამოასვენა. მანვე აკურთხა მეფედ დავით VIII. აბრაჰამ I ოთხჯერ მონაწილეობდა მეტად რთულ და სახიფათო ელჩობაში. დავალებული ჰქონდა დაეზავებინა მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებული დავით VIII და ყაზან-ყაენის მიერ საქართველოს ასაოხრებლად წარმოგზავნილი ხუტლუბუღა. მონღოლებმა ელჩობის ზოგი მონაწილე მოკლეს. შეთანხმება ვერ მოხერხდა. აბრაჰამ I-ის შესახებ ცნობები დაცულია მისი თანამედროვე ანონიმი ჟამთააღმწერლის (XIV ს.) თხზულებაში ("ქართლის ცხოვრება", ტ. 2, თბილისი, 1959).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „წიგნი ფლორენციის კრებისა“.
  2. „სახის ჩვენება“, ორ წიგნად.
  3. „ნიკოლოზ, გიხაროდენ“.
  4. „იოანე ოქროპირის სიტყვა“.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 33.
  • „ქართული მწერლობა მეცამეტე საუკუნიდამ მეთექვსმეტე საუკუნემდე“, თბ., 1855, გვ. 3

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]