ეფთვიმე I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეფთვიმე.

ეფთვიმე I (გვარად საყვარელიძე; გ. 1616) — დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1578-1616 წლებში. ადრე იყო მოქვის ეპისკოპოსი (მოქველი). ბიჭვინთის საკათოლიკოსო მამულს შეუძინა დიდძალი მოძრავი ქონება: თვალმარგალიტით შემკული, ძვირფასი ქსოვილებისაგან დამზადებული საპატრიარქო შესამოსლები, ოქრო-ვერცხლისაგან ნაკეთები სარიტუალო ინვენტარი, მდიდრულად მოკაზმული საეკლესიო წიგნები, „ქართლის ცხოვრება“, მის მიერვე გადაწერილი გულანი და სხვა. ამასთან ერთად, თავისი პირადი ქონებაც ეკლესიის საკუთრებად აქცია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]