პიროსი (ოქროპირიძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოქროპირიძე.

პიროსი (ოქროპირიძე) (დ. 10 ნოემბერი, 1874, დისევი, გორის მაზრა — გ. 28 აპრილი, 1922, თელავი) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ალავერდელი ეპისკოპოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერისკაცობაში მათე იოანეს ძე ოქროპირიძე დაიბადა 1874 წლის 10 ნოემბერს გორის მაზრის სოფელ დისევში. დაწყებითი განათლება ალავერდის მონასტერში მიიღო და შემდგომ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სასწავლებელში. მისი დასრულების შემდეგ გადაიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1893-1896 წლებში სწავლობდა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ შევიდა კიევის სასულიერო აკადემიაში და 1900 წელს დაასრულა. 1900 წლის სექტემბერში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელი პიროსი. 1907 წელს აღიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში. 1915 წლის 10 დეკემბერს დაინიშნა ალავერდის ეპარქიის მმართველად. 1916 წლის 15 იანვარს მოხდა მისი კურთხევა ეპისკოპოსად პეტროგრადის წმ. ალექსანდრე ნეველის ლავრაში, ალავერდის ეპისკოპოსად.

1917 წლის სექტემბერში საქართველოს პირველმა საეკლესიო კრებამ აირჩია ალავერდის საეპარქიო კათედრაზე სახელწოდებით „ალავერდელი“. გარდაიცვალა 1922 წლის 28 აპრილს. დაკრძალეს 30 აპრილს ალავერდის საკათედრო ტაძარში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", თბილისი, 2010, გვ. 80-81.
  • თალაკვაძე, ნ. (2013). „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“. თბილისი: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი. ISBN 978-99940-28-77-1. 
წინამორბედი:
-
ალავერდის ეპარქია
16 სექტემბერი, 191728 აპრილი, 1922
შემდეგი:
-