ნიკოლოზ I გულაბერისძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ I გულაბერისძე — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1149-1178 და 1184-** წლებში, გიორგი III-ის დროს; მწერალი და ფილოსოფოსი. იყო კათოლიკოს-პატრიარქის სვიმონ IV-ს ძმისწული.

მისი პატრიარქად კურთხევა უნდა მომხდარიყო 1149 წელს. ნიკოლოზ I პროგრესულად მოაზროვნე იყო და სამეფო ხელისუფლების ცენტრალიზაციას ემხრობოდა. დაახლოებით 1178 იგი კათალიკოსობოდან გადამდგარა და იერუსალიმში წავიდა. 1184 წელს ნიკოლოზ I თამარ მეფემ იერუსალიმიდან მოიწვია საქართველოში საეკლესიო საქმეების მოსაგვარებლად. იგი თამარის თხოვნით ანტონ ქუთათელთან ერთად ხელმძღვანელობდა საეკლესიო კრებას, რომელიც მიქელ მირიანის ძის მღვდელთმთავრობის მიზანშეწონილობას იხილავდა.

ნიკოლოზ I მიჩნეულია ავტორად თხზულებისა "საკითხავი სუეტისა ცხოველისაჲ, კუართისა საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისა". მასში აღწერილია საუფლო კვართისა და წმინდა ნინოს მიერ ქართველთა გაქრისტიანების ამბავი, აგრეთვე სვეტიცხოვლის ძველი და ახალი სასწაულთმოქმედება, რომელსაც ბოლოში დართული აქვს შესხმა "გიხაროდენ".

მემატიანის ცნობით, ნიკოლოზ I გულაბერისძე XII საუკუნეში გამოყოფია ბერიძეების გვარს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პ. კარბელაშვილი, „იერარქია საქართველოს ეკლესიისა“ : კათალიკოსნი და მღვდელ-მთავარნი - თბილისი : ალექსანდრე ეპისკოპოსის გამოცემა, 1900 (მ. შარაძის და ამხ. სტ.).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]