სამოელ IV (კათოლიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამოელ IVქართლის კათოლიკოსი VIII საუკუნის 80-იან წლებში. მისი შეკვეთით მღვდელმა იოანე საბანისძემ, წმინდა აბო თბილელის მეგობარმა, დაწერა „წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტესისა ჰაბოჲსი“. მან იოანეს შემდეგი წერილით მიმართა:[1]

ვიკიციტატა
„მე, სამოელ, ქრისტჱს მიერ ქართლისა კათალიკოზი, უფალსა იოვანეს საბანისძესა, სულიერად შვილსა წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა და საყუარელსა ჩუენსა, ლოცვით უფლისა მიერ მოგიკითხავ; მშჳდობაჲ იყავნ შენ ზედა და ყოველთა სახლისა შენისა კრებულთა ქრისტჱს მიერ!

ჩუენ თჳთ უწყით წადიერებაჲ შენი ღმერთისმსახურებისათჳს და ღმრთივმიმადლებული შენი მეცნიერებაჲ საღმრთოთა წიგნთაჲ და გულსმოდგინებაჲ შენი კეთილთა საქმეთა მოღუაწებისათჳს. შენ თჳთ უწყი სანატრელისა ამის ახლისა მოწამისა ჰაბოჲსი, რომელი დღეთა ამათ ჩუენთა იმარტჳლა მეოხად ქრისტჱს მიმართ ჩუენდა და ჲოვლისა ამის სოფლისა ჩუენისა ქართლისათჳს.

მნებავს, რაჲთა დაიწეროს სანატრელისა ამისცა მარტჳლობაჲ, ვითარცა პირველთა მათ ქრისტჱს მოწამეთაჲ, და დაიდვას იგიცა წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა შინა მოსაჴსენებელად ყოველთა, ვინ იყვნენ შემდგომად ჩუენსა.

ამისთჳცა მოვავლინე წიგნი ესე ჩემი ჴელითა ხსართან მღდელისა ჩემისაჲთა.

აწ მიიღე წიგნი ესე ჩემი და ლოცვაჲ ჩემი და ჯუარისა დაწერაჲ ჴელითა ჩემითა და შეწევნითა ღმრთისა მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲთა, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა.

და წმიდათა მოციქულთაჲთა და მოწამეთაჲთა ჴელ-ყავ გამოთქუმად სრულიად ჭეშმარიტად, ვითარ-იგი იყო და ვითარცა შენ თჳთ უწყი, და აღწერე მარტჳლობაჲ წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსი და აღწერილი ჩუენ მოგჳძღუანე, რაჲთა უმეტჱსად ლოცვა ვყოთ შენთჳს. მადლი უფლისა იყავნ შენ ზედა. ამჱნ!“

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 20.
  • ილ. აბულაძე., „ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები“, წგნ. 1, თბ., 1963.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
სამოელ III
ქართლის კათოლიკოსი
VIII ს-ის 80-იანი წლები
შემდეგი:
ბართლომე