ევდემონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ევდემონი — საქართველოს კათალიკოსი XIII საუკუნეში, ნიკოლოზ III-ის წინამორბედი.

ამ ევდემონ კათალიკოსზე ცნობები ერთობ მკრთალად არის ნაჩვენები საქართველოს ისტორიაში და ამ კათალიკოსის დისწული (?) რომ არ მოიხსენიებდეს, იქმნება მაშინ ამის ცხოვრების დროც არ გვცოდნოდა.

ამას ეკუთვნის შემდეგი წიგნები:

  1. „იამბიკონი“ იმ პირთა შესახებ, რომელნიც ჩინგის ხანის ომში დაიხოცნენ. ინახება ტარასის წიგნებში.
  2. „იოვანე დამასკელის წიგნი“.
  3. „წმინდა ათთა ბერძენთა წამებულთა“, თარგმანი ბერძნულიდამ.
  4. „განგებულებით ღვთისმეტყველება“, თარგმანი.
  5. „ცხოვრება დედისა თეოდორასი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ქართული მწერლობა მეცამეტე საუკუნიდამ მეთექვსმეტე საუკუნემდე“, თბ., 1855, გვ. 2