მუსიკათმცოდნეობა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მუსიკათმცოდნეობა არის მეცნიერება მუსიკის შესახებ, ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი დარგი. შეისწავლის მუსიკის ხელოვნების კანონზომიერებებს, მოვლენებსა და განვითარების პროცესს საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა მხარესთან კავშირში. მუსიკათმცოდნეობის ქვედარგებია: მუსიკის თეორია[1], მუსიკის ისტორია, მუსიკალური ეთნოგრაფია[2], მუსიკალურ საკრავთმცოდნეობა,მუსიკის კრიტიკა, მუსიკალური სოციოლოგია, მუსიკალური ესთეტიკა, მუსიკალური აკუსტიკა და მუსიკალური ფსიქოლოგია(უკანასკნელი ორი ფსიქოლოგიის შესწავლის საგანიც არის)[3].
ლიტერატურა მუსიკათმცოდნეობის შესახებ [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 205-206, თბ., 1984 წელი.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ მოიცავს სწავლებებს მელოდიის, ჰარმონიის, პოლიფონიის, მუსიკალური რიტმისა და მეტრის, მუსიკალურ ნაწარმოებთა და ანალიზის შესახებ;
- ↑ მეცნიერება ხალხური მუსიკალური შემოქმედების შესახებ;
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 205, თბ., 1984 წელი.
სტატიის