ფიბონაჩი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


ფიბონაჩი
დაბ. თარიღი 1170
გარდ. თარიღი 1250
სამეცნიერო სფერო მათემატიკა

ლეონარდო პიზელი, ფიბონაჩი (იტალ. Leonardo Pisano; იტალ. Fibonacci; დ. დაახლ. 1170 — გ. დაახლ. 1250) — იტალიელი მათემატიკოსი. მოგზაურობდა აღმოსავლეთში, სადაც გაეცნო არაბული მათემატიკის მიღწევებს; ხელი შეუწყო მათ გადაცემას დასავლეთში. ძირითადი შრომებია: „Liber Abaci“ (1202) — ტრაქტატი არითმეტიკასა (ინდური ციფრები, ფიბონაჩის რიცხვები) და ალგებრაზე (კვადრატულ განტოლებამდე შესაბამისად), „Practica Geometriae“ (1220). შესწავლილი ჰქონდა მუჰამად ბენ მუსა ალ-ხვარაზმისა და აბუ კამილის შრომები. XIX საუკუნეში ქალაქ პიზაში ფიბონაჩის ძეგლი დაუდგეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]