Alfa Romeo

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Alfa Romeo S.P.A — იტალიური ავტომარკა, რომელიც 1910 წლის 24 ივნისს დაარსდა მილანში, იტალია. Alfa Romeo Fiat Group-ის ნაწილი იყო 1986 წლამდე. კომპანია ცნობილი იყო როგორც A.L.F.A, რომელიც იშიფრება როგორც Anonima Lombarda Fabbrica Automobili (ლომბარდის საავტომობილო ქარხანა, სახალხო კომპანია).

ისტორია[რედაქტირება]

დაარსება და პირველი წლები[რედაქტირება]

კომპანია რომელსაც შემდეგ Alfa Romeo ეწოდა, დაარსებულ იქნა 1906 წელს Socie Anonima Italiana Darracq (SAID)-ის სახელით, ფრანგული საავტომობილო ფირმის Alexandre darracq-ის მიერ, იტალიელ ინვესტროებთან ერთად. 1909 წელს ერთ-ერთი ინვესტორთაგანი, მილანელი არისტოკრატი უგო სტელა გახდა თანამფლობელი SAID-ისა. ფირმა თავდაპირველად მდებარეობდა ნეაპოლში, მაგრამ 1906 წელს ქარხნის რეკონსტრუქციის წინ დერეკმა გადაწყვიტა რომ მილანი უფრო შესაფერისი და მოსახერხებელი ადგილი იქნებოდა და ახალი ქარხანა იქნა აშენებული 6,700კმ2 ფართობის ტერიტორიაზე მილანის განაპირა ნაწილში - ქალაქ პორტელოში. მოგვიანებით, 1909 წელს Darracq-ის ავტომობილები შეფერხებით იყიდებოდა და სტელამ, სხვა იტალიელ თანამფლობელებთან ერთად, დააარსა ახალი კომპანია, რომელსაც A.L.F.A (Anonima Lombarda Fabbrica Automobili) ეწოდა. პირველი მანქანა რომელიც კომპანიამ გამოუშვა იყო 1910 წლის 24HP (ცხენის ძალიანი, რომლის დიზაინიც ეკუთვნოდა გისეპე მეროსის. იგი დაქირავებულ იქნა კომპანიის მიერ 1909 წელს რათა შეექმნა იტალიური ავტობაზრისთვის შესაფერისი ავტო დიზაინი. მეროსი აგრძელებს A.L.F.A-ს ახალი მოდელების შექმნას უფრო ძლიერი 40-60 HP ძრავით.A.L.F.A. ასევე ჩაება ავტო რბოლაში, 1911 წელს ტარგო ფლორიოს ტრასაზე ერთმანეთს შეეჯიბრნენ ფრანჩინი და რონზონი 24 HP მოდელებით. 1914 წელს გაუმჯობესებული Grand Pixi-ი იქნა შექმნილი GP1914 რომელიც ოთხცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. პირველი მსოფლიო ომის დროს A.L.F.A-მ 3 წლით შეწყვიტა ავტო წარმოება.


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Alfa_Romeo&oldid=2380772“-დან