ალავერდი (ქალაქი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ალავერდი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ალავერდი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ალავერდი
Ալավերդի
ქალაქი ალავერდი
ქალაქი ალავერდი
ქვეყანა სომხეთი
რეგიონი ლორე
კოორდ. 41°05′42″ ჩ. გ. 44°39′21″ ა. გ. / 
პირველი ხსენება ძვ. წ. III-II საუკუნე
ქალაქი 1938  წლიდან
ფართობი 18 კმ²
ცენტრის სიმაღლე 750-1400
მოსახლეობა 14 835 კაცი (2001)
დროის სარტყელი UTC+4
ტელ. კოდი +374 (253)
საფოსტო ინდექსი 1701―1708
ოფიციალური საიტი www.alaverdi.am ბმული

ალავერდი (ქალაქი) მდებარეობა სომხეთი

Red pog.svg

ალავერდი - ქალაქი სომხეთში, ლორის მარზაში, ერევნიდან 167 კილომეტრი, ქალაქში გადის საავტომობილო გზა ვანაძორი-თბილისი და რკინიგზის ხაზი ერევანი-თბილისი. მდებარეობს მდინარე დებედის ვიწრო ხეობაში. ზღვის დონიდან 750-1400 მეტრზე. ცნობილია როგორც სომხეთის სპილენძის წარმოების ცენტრი.


სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

ალავერდი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება ძვ. წ. III-II საუკუნეებიდან მანიც-გომის, მანესის სახელწოდებით. XIII საუკუნის დასაწყისიდან ცნობილია როგორც სპილენძის წარმოების ადგილი. თანამედროვე სახელი მიიღო XVII საუკუნეში. 1770 წელს ლორის ოლქში დასახლდა ბერძენი მაღაროს მუშები, რომლებმაც ააშენეს სპილენძსადნობი ქარხანა ალავერდში და შამლუღში, რომელიც 1795 წელს დაანგრია აღა-მაჰმად-ხანმა. 1801 წელს ალავერდი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1921 წელს ალავერდში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. 1938 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი. 1963 წლიდა კი არის რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი.


[რედაქტირება] მოსახლეობა

2001 წლის აღწერით ალავერდის მოსახლეობა შეადგენდა 14 835 კაცს. 1831 წელა აქ ცხოვრობდა 24 ადამიანი, 1873 წელს - 748, 1926 წელს - 4 500, 1959 წელს - 16 805, 1970 წელს - 23 311, ხოლო 1979 წელს წელს - 23 182.


[რედაქტირება] ცნობილი ადამიანები

ალავერდში დაიბადა სომეხი ისტორიკოსი ალექსანდრ ერიციანი (1842-1902), სომეხი საბჭოთა მხატვარი ალბერტ ასლიანი, ცნობილი საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწე ანასტას მიქოიანი და მისი ძმა კონსტრუქტორი არტემ მიქოიანი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე