არარატი (ქალაქი)
| ქალაქი
არარატი
Արարատ
|
არარატი (სომხ.: Արարատ) - ქალაქი სომხეთში, არარატის პროვინციაში, ერევნიდან სამხრეთ–აღმოსავლეთით 42 კმ–ში. სამრეწველო ცენტრი. ქალაქში არის რკინიგზის სადგური.
1929 წელს ცემენტის ქრხანასთან გაშენდა დაბა. 1935 წელს ის გაერთიანდა სოფელ დუვალუსთან. 1957 წელს ქალაქში გაიხსნა ცემენტ-შიფერის კომბინატი. დღეისათვის ქალაქში მუშაობს ერთი შიფერის და ორი ცემენტის ქარხანა. სამშენებლო მასალების საწარმოების გარდა ქალაქში არის ოქროს ფაბრიკა.
ქალაქის ეკოლოგია ცუდ მდგომარეობაშია, ცემენტის მტვრის და ციანიდების გამო. ატმოსფეროს დაბინძურება 9,6-ჯერ აჭარბებს დასაშვებ ნორმას (2005 წლის ზაფხული).
|
||||||||
სტატიის