აზატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აზატი
Azat at Garni.jpg
მდინარე აზატი სოფელ გარნისთან
ქვეყნები სომხეთი
სათავე გეღამის ქედი, (სომხეთი)
სიგრძე 55 კმ
აუზის ფართობი 572 კმ²
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 960
რუს.ინგლ.ფრ.

აზატი (სომხ. Ազատ) — მდინარე სომხეთში. მდინარე არაქსის მარცხენა შენაკადი. წარმოიქმნება გეღამის ქედის სამხრეთ დასავლეთ კალთაზე მდინარეების გოხტისა და ვოსკეჯურის შეერთების შედეგად. აქვს ქვიანი ფსკერი. წყლის ხარჯი: შესართავთან 6,51 მ3/წმ. მაქსიმალური 35,9 მ3/წმ. მდინარის წყალს გამოიყენებენ სარწყავად. მის შუა დინებაში აშენებულია აზატის წყალსაცავი.

მდინარის ზემო დინებაში მდებარეობს "UNESCO"-ს მიერ დაცული ცნობილი გეღარდის მონასტერი, ხოლო მარჯვენა სანაპიროზე გაშენებულია სოფელი გარნი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აზატი&oldid=2376390“-დან