გორისი - ქალაქი სომხეთში სიუნიქის პროვინციაში. მდებარეობს ერევანი-სტეპანაკერტის გზატკეცილზე მთიან ქვაბულში მდინარე გორისზე (ვოროტანის შენაკადი) და გარს აკრავს კლდოვანი სერები და მღვიმეები. ერევნიდან 240 კილომეტრი, კაპანიდან 70 კმ. ქალაქის მახლობლად სოფელ ხნძორესკში მდებარეობს უძველესი ადამიანების საცხოვრებელი მღვიმეები. მდინარე გორისის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს ვულკანოგენური ქანებისაგან შემდგარი მღვიმეების ლაბირინთი ქვის პირამიდებით და უცნაური სვეტებით. ქალაქი გაყოფილია ორ დასახლებულ ტერიტორიად სამხრეთ (ძველი) და ჩრდილოეთ (ახალი) ნაწილებად. მათ შორის მდებარეობს ქალაქის სამრეწველო და კულტურული ნაწილი. სამხრეთით 8 კილომეტრზე აეროპორტია.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში