ვოროტანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 178 კმ |
| აუზის ფართობი | 5650 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ყარაბაღის მთიანეთი |
| ჩაედინება | მდინარე არაქსი |
| ქვეყნები | სომხეთი, აზერბაიჯანი |
ვოროტანი (სომხ. Որոտան) — მდინარე სომხეთსა და აზერბაიჯანში (აზერბაიჯანში ეწოდება ბარგუშადი (აზერბ. Bargjušad; Bazarçay), მდინარე არაქსის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ყარაბაღის მთიანეთში. სიგრძე 178 კმ, აუზის ფართობი 5650 კმ2. ზოგან ვიწრო და ღრმა კანიონისებრ ხეობაში მიედინება. იკვებება ძირითადად თოვლისა და მიწისქვეშა წყლით.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 457, თბ., 1979 წელი.