აგარაკი (ქალაქი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
აგარაკი
Ագարակ


ქვეყანა სომხეთი
რეგიონი სიუნიქის პროვინცია
კოორდ. 38°52′00″ ჩ. გ. 46°12′00″ ა. გ. / 
დაარსდა 1949
ქალაქი 1990-იანი წწ.  წლიდან
ცენტრის სიმაღლე 2100
მოსახლეობა 4 801 კაცი (2001)
დროის სარტყელი UTC+4
ტელ. კოდი +374 (286)
საფოსტო ინდექსი 3403

აგარაკი (ქალაქი) მდებარეობა სომხეთი

Red pog.svg

აგარაკი - ქალაქი სომხეთში, სიუნიქის პროვინციაში, მდებარეობს ირანის საზღვართან, ქალაქ მეგრიდან 9 კილომეტრში, მდინარე არაქსის მარცხენა სანაპიროზე. სამი მხრიდან ეკვრის ზანგეზურის ქედის კალთები. აგარაკი დაარსდა 1949 წელს, როგორც სამხედრო დასახლება, 1954 წელს მიიღო დაბის სტატუსი, ხოლო 1990-იან წლებში - ქალაქისა. აგარაკში 1972 წელს ცხოვრობდა 3800 კაცი, 1979 წელს - 4073, ხოლო უკანასკნელი 2001 წლის აღწერის მიხედვით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 4801 კაცს.

[რედაქტირება] ეკონომიკა

აგარაკი არის სომხეთის ფერადი მეტალურგიის ცენტრი, 1853 წელს გაიხსნა სპილენძ-მოლიბდენის საბადო, ხოლო 1958 წელს სპილენძ-მოლიბდენის კომბინატი. 1989 წელს კომბინატი დაიხურა და მუშაობა განაახლა 2000 წელს. ქალაქში არის საბაჟო პუნქტი კარჩევანი. 2004 წლის 30 ნოემბერს აგარაკში დაიწყო ირან-სომხეთის გაზსადენის მონაკვეთის მშენებლობა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე