ვაიქი
| ქალაქი
ვაიქი
Վայք
|
ვაიქი (სომხ. Վայք) – ქალაქი სომხეთში, ვაიოც ძორის ოლქში. მდებარეობს ერევნიდან 139 კილომეტრში, ერევანი–სისიანი–გორისის საავტომობილო გზაზე. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ქალაქი მთებითაა შემორტყმული. ვაიქი გადაჭიმულია დაახლოებით 1,5 კილომეტრზე, მდინარე არფის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ.
წარსულში ვაიქის ტერიტორიაზე მდებარე დასახლებას ეწოდებოდა სოილანი (სომხ. Սոյլան). 1956 წლის 12 ოქტომბერს აქ შეიქმნა დაბა, რომელსაც სახელი ეწოდა ბაქოს კომისრებიდან ერთ-ერთის, მეშადი აზიზბეკოვის პატივსაცემად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაბამ მიიღო ქალაქის სტატუსი და ახალი სახელწოდება - ვაიქი.
|
||||||||
სტატიის