არტაშატი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
არტაშატი (სომხ. Արտաշատ), არარატის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი, მდინარე არაქსის ნაპირზე, ერევან-ჯულფის გზატკეცილზე, რკინიგზის სადგური ერევნიდან 29 კმ. უწინ დიდი სომხეთის დედაქალაქი.
არტაშატის ტერიტორიაზე დასახლება ჯერ კიდევ ურარტუს სახელმწიფომდე არსებობდა. ძვ. წ. 225-ძვ. წ. 190 წლებში სომხეთი დაიპყრეს სპარსელებმა. მას სელევკიდების მიერ დანიშნული ადგილობრივი მმართველი არტაშეს I მართავდა. ძვ. წ. 191 წელს არტაშესმა ისარგებლა სელევკიდების რომაელებთან ბრძოლაში დამარცხებით და ძვ. წ. 189 დიდი სომხეთი და სოფენა დამოუკიდებელ სამეფოებად გამოაცხადა. მან სათავე დაუდო არტაშესიანთა სამეფო დინასტიას (თვითონ თავს ერვანდუნების გამგრძელებლად თვლიდა).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 1, გვ. 587, თბ., 1975
სტატიის