ზვართნოცი
| ეჩმიაძინის საკათდრო ტაძარი და ეკლესია და ზვართნოცის არქეოლოგიური ძეგლი* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| კათედრალის ნანგრევები
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | ii, iii |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | ევროპა |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) |
| ნომერი | 1011 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1011 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ზვართნოცი (სომხ. Զվարթնոց - ზეციური ანგელოზები) — ისტორიული ქალაქია ერევნიდან 10 კმ-ში ეჩმიაძინის სიახლოვეს.
[რედაქტირება] ზვართნოცის საკათედრო ტაძარი
643-652 წლებში კათოლიკოს ნერსეს III-ის (აღმშენებელი) სურვილით აგებულ იქნა დიდებული წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი ადგილას, სადაც მეფე ტირდატ III და გრეგორი ბრწყინვალე შეხვედრილან ერთმანეთს. 930 წელს ტაძარი მიწისძვრამ გაანადგურა და დამარხული რჩებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისში ხელახლა აღმოჩენამდე. 1900-07 წლებში არემარეში მასიური არქეოლოგიური გათხრები მოეწყო, რის შედეგადაც გაწმენდლი იქნა კათედრალის ფუნდამენტი კათოლიკოსის სასახლესა და ღვინის მარანათან ერთად.
ფრესკებით მოხატული ეკლესიის ინტერიერი ბერძნული ჯვრის ფორმისაა სამი განშტოებით, ხოლო ექსტერიერი კი 32-გვერდიანი პოლიგონია, რომელიც შორიდან წრული ფორმის შთაბეჭდილებას ტოვებს. თანამედროვე მკვლევარები ეყრდნობიან ტოროს ტორამანიანის (რომელიც გათხრებზე მუშაობდა) მოსაზრებას, რომ შენობას სამი სართული უნდა ჰქონოდა.
ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით ზვართნოცის კათედრალი გამოხატულია როგორც არარატის მთაზე აღმართული პარიზის სენ-შაპელის ტაძრის ფრესკაზე. ეს ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან თავად ფრესკა ამ ტაძრის განადგურებიდან 300 წელიწადში იქნა დახატული. ეჩმიაძინის ტაძრებთან ერთად ზვართნოცი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი 2000 წელს.
ზვართნოცის კათედრალი გამოსახული 100-დინარიან სომხურ ბანკნოტზე, ხოლო ტაძრის მუზეუმის მაკეტის ნახვა შესაძლებელია ერევნის მუზეუმში.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რუსერსები ინტერნეტში
- სომეხეთის არქიტექტურა.
- 3D model of Zvartnots
- Armenica.org: Zvartnots
- Armenian Architecture
- Photographs of Zvartnots
- Unesco
|
|||||