| ქალაქი
ვანაძორი
Վանաձոր
| გერბი |
 |
|
ვანაძორი - ქალაქი სომხეთში. იგი სიდიდით მესამეა ერევნისა და გიუმრის შემდეგ, ლორის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს თბილისი-გიუმრის სარკინიგზო ხაზზე, ბაზუმისა და პამბაკის ქედებს შორის არსებულ მთათაშორის ქვაბულში. მოსახლეობა 116 929 ადამიანი (2008). ძირითადად ცხოვრობენ სომხები, მცირე რაოდენობით რუსი, ბერძენი და უკრაინელი. განვითარებულია მანქანათმშენებლობა, ქიმიური და მსუბუქი მრეწველობა. მოქმედებს თბოელექტროსადგური.
ქალაქის წინა სახელია ყარაქილისი (თურქულად "შავი ეკლესია"). 1935 წელს სერგეი კიროვის გარდაცვალების შემდეგ მის პატივსაცემად ეწოდა კიროვაკანი. ქალაქმა თანამედროვე სახელწოდება მიიღო 1993 წელს. ვანაძორში მდებარეობს ოვანეს თუმანიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ერევნის არქიტექტურის უნივერსიტეტის ფილიალი, სახელმწიფო აგრარული აკადემია, ოვანეს აბელიანის სახელობის დრამატული თეატრი და თოჯინების თეატრი.
[რედაქტირება] დაძმობილებული ქალაქები
- ბათუმი,
საქართველო
- ბანო,
საფრანგეთი
- პასადენა,
აშშ
- პოდოლსკი,
რუსეთი
ვანაძორი
ვანაძორის ქიმიური ქარხანა
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში
? არის გვერდი თემაზე: