ეოლიდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეოლიდა — ისტორიული ოლქი მცირე აზიის ჩრდილო-დსავლეთ ნაწილში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეოლიდა მოიცავდა ტროის სანაპირო ზოლს, მიზიას, ნაწილობრივ ლიდიას და მიმდებარე კუნძულებს ლესბოსსა და ტენედოსს. დასახლებული იყო ბერძნული ტომით ეოლიელებით, რომლებიც აქ ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს მოვიდნენ. ძვ. წ. VIII-VI საუკუნეში ეოლიამ დიდი აღმავლობა განიცადა. მთავარი ქალაქები იყო კიმე, ტროა და სმირნა. ძვ. წ. VI საუკუნეში ეოლიდა ლიდიის მეფე კრეზმა დაიპყრო. ძვ. წ. 546 წლიდან აქემენიდების სახელმწიფოში შედიოდა. ძვ. წ. V საუკუნეში ათენის საზღვაო კავშირის წევრი იყო, ელინისტურ ხანაში შედიოდა პერგამონის სამეფოში. დროდადრო ემორჩილებოდა სელევკიდებს. ძვ. წ. 133 წლიდან შევიდა რომის პროვინცია აზიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]