ფრიგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიგია

ფრიგია — ფრიგიელებით დასახლებული ძველი ქვეყანა მცირე აზიის შუაგულში, კაპადოკიასა და ლიდიას შორის, თუმცა, ესაა „დიდი ფრიგია“. მითებსა და ლეგენდებში საბერძნეთისთვის უფრო ცნობილ „მცირე ფრიგიას“ მოიხსენიებენ.

ისტორია[რედაქტირება]

დასახელება ფრიგია ფრიგიელების სახელწოდებისგან წარმოსდგება, რომლებიც მაკედონიის ტერიტორიიდან აქ ძვ.წ. 1200 წელს გამოსახლებულან. უფრო აღმოსავლეთით გადასულმა ფრიგიელებმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან შერევით, სომხების ეთნოსი ჩამოაყალიბეს. დროთა ვითარებაში ფრიგიამ კარია, ლიდია, მიზია, გალათია, ლიკოანია და პისიდია შეიერთა.

მთიანი ფრიგიის მთავარ ქალაქებად ტირემი და ფილომელი მიიჩნეოდა. პისიდიური ფრიგიის უმთავრესი ქალაქ კი პისიდიური ანტიოქია იყო. ბიზანტიის იმპერიაში ქვეყანა ორი სახელდებით სარგებლობდა: ფრიგია პირველი და ფრიგია მეორე. თემებად დაყოფისას ფრიგიის სახელი საერთოდ ქრებოდა და ოფსიკიანისა და ანატოლიის თემებად იწოდებოდა. ფრიგიულმა ტომებმა მცირე აზიის დასავლეთი ნაწილის დასახლებით განსაკუთრებული სახელმწიფო ჩამოაყალიბა. დღემდე შემოჩენილია ფრიგიელთა მხოლოდ ორი მეფის მიდასისა და გორგის სახელები.

ჩვენს ერამდე VI საუკუნის დამდეგს ფრიგიის ნაწილი ლიდიის მეფე გიგესმა დაიპყრო, ამავე საუკუნის შუა წლებში კი მთელი ფრიგია კრესოსის მფლობელობაში აღმოჩნდა. მისგან ფრიგია სპარსების ხელში გადავიდა, სპარსებს კი ალექსანდრე დიდმა წაართვა. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ ფრიგია ლიზიმაქესა და სელევკიდებს ჩაუვარდათ ხელთ. ამის მერე პერგამოსის სამეფოს შემადგენლობაშია 189 წლამდე ძვ.წ. გარკვეული პერიოდი მითრიდატე პონტოელს ეკუთვნოდა, შემდეგ კი რომაელებს. რომაელებმა თავდაპირველად ფრიგია განსაკუთრებულ პროვინციად აქციეს, შემდეგ, ჯერ კიდევ რესპუბლიკის დროს, მცირე აზიის ნაწილად. ამდროიდან ფრიგიის ისტორია მცირე ზიის ისტორიას შეერწყმის.

განვითარება[რედაქტირება]

მიდასის საფლავი

ფრიგიაში, როგორც ჩანს, მოიპოვებდნენ ოქროს, რაზეც ადგილობრივი გადმოცემები მოწმობს მეფე მიდასზე. ფრიგიელი ხალხი მეტწილად მიწათმოქმედებას მისდევდა; ძველი ფრიგიული კანონი სიკვდილით დასჯას გულისხმობდა დაკოდილი ხარის მოკვდინების ან სამიწათმოქმედო იარაღისთვის ჯადოს გაკეთების გამო. გადმოცემით, პირველი მეფე უბრალო გლეხი იყო, რომელსაც ორი დაკოდილი ხარი ჰყოლია. მიწათმოქმედებასთან ერთად, მდიდარი საძოვრების წყალობით, მესაქონლეობაც განვითარდა. ფრიგიული მატყლი და მაუდი მთელს რომის იმპერიაში იყო განთქმული.

ვაჭრობა[რედაქტირება]

ვაჭრობამ განვითარება სპარსელების დროს დაიწყო, საგრძნობ დონეს კი რომის იმპერიის დროს მიაღწია. ჰიერაპოლში, ფრიგიის შიდა ნაწილში, ერთმა ფაბრიკანტმა ბრძანა, რომ მის სამარეზე წაეწერათ: ჩემს ცხოვრებაში იტალიაში 72-ჯერ ვიყავიო. სპარსეთის, მაკედონიის, ელინისტური და რომაული გავლენის მიუხედავად, რომის დროინდელ ფრიგიაში შემორჩენილი იყო ფრიგილიული ფულის ერთეული და ფრიგიული ენა (VI საუკუნემდე).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: